ადამიანი თუ სწორად
განვითარდა და მოახდინა ჰარმონიის მოპოვება ბუნებასთან, სულიერ და ფიზიკურ სამყაროსთან,
მას აქვს დიდი შანსი იცოცხლოს დიდხან, საუკუნეები და დაავადებებმა ნაკლებად შეაწუხოს...
დაავადებების გამომწვევი
მიზეზები საერთოდ თავად ადამიანის არსშია ჩადებული და სათავე თავად ადამიანშია მეტწილად...
ადამიანებმა ეგრევე დაავადებების დაძლევაზე კი არ უნდა იფიქროს, არამედ იმაზე, რომ
მასში გამოვლენილმა დაავადებებმა მოგცა სიგნალი რომ მიხედო შენში არასწორ გზას, ანუ
გზიდან გადაუხვიე, ან არასწორ გზაზე მიდიხარ,
ან წინ სახიფათო გზა გხვდება და სხვა მრავალი.....
დაავადებები გატყობინებენ
სულიერი და ფიზიკური სამყაროს ნებასა და პოზიციას შენს გამოვლენაზე და ნაბიჯებზე...
ვიღაცა იკითხავს ნუთუ პატარა ბავშვი რომ ავადმყოფობს
ან კიბოთი იღუპება ან სხვა მრავალი ფაქტი ეს მისი დანაშაულია..? ან მან რამე გააფუჭა...?
ა რ ა........
მაშინ რა ხდება...?
რა და თორმეტწლამდე,
ზოგჯელ თხუთმეტწლამდეც, როდესაც ბავშვები ავადმყოფობენ აქ დამნაშავე მისი მშობლებია,
ანუ რაღაცა არ მოსწონს სამყაროს მასში, ასევე, ან ცუდ საქციელებს ავლენ და შვილის ავადმყოფობით
გატყობინებს მიხედო არა ბავშვს არამედ საკუთარ თავს...
ზოგჯელ ასევე თავად
ბავშვის სხეულით და სულით მოდის შენთან ანგელოზი, რომელიც ბავშვით ეცდება გამოგასწოროს
და სწორ გზაზე დაგაყენოს, შემდეგ გავიდეს ამ ქვეყნიდან ან დარჩეს... ეს კიდევ სხვა
თემაა და სხვა დროს ავხსნი...
ერთი ესეც იცოდეთ
ადამიანებმა რომ არსებობს ორი სახის მფარველი ანგელოზი... სულიერი მფარველი ანგელოზი
და მიწიერი ხორციელი მფარველი ანგელოზი... ეს ყველა ადამიანს ყავს, ის მონათლულია თუ
მოუნათლავი, რა რელიგიისაც არ უნდა იყოს...
თუ რომელიმე რელიგიის მიმდევარი ხდება მას კიდევ იმ რელიგიის მფარველი
ანგელოზი ეძლევა...
დაბადებიდან რომ მოგეცა
ადამიანს მფარველი ანგელოზი, ეს ერთი ბუნების ანგელოზია, ან წინაპრებისგან გადმოსული
წყალობის, ან თავად ბუნების სიმპატიით მონიჭებული და სხვა მრავალი ფაქტორი ადგენს ამას...
მეორე სულიერი მფარველი ანგელოზი ეს უკვე კოსმოსიდან მოდის, სამყარო გაძლევს... ძირითადათ
ეს ორი ანგელოზი არეგულირებენ ადამიანს მიუახლოვდეს თუ არა რაიმე ხიფათი თუ განსაცდელი...
ამას გარდა უკვე ირთვება
რელიგიური მფარველი ანგელოზი...
ამის გარდა კიდევ
ირთვება შენი დამსახურებით მოპოვებული მაღალი ნათელი კავშირები... ანუ წმინდანები რომ
ხილულად ესაუბრებოდნენ მთავარანგელოზებს და მაღალი ტრიადის ანგელოზებს... მაგალითად
ესაია წინასწარმეტყველმა ნახა ქერუბიმები და სერაფიმები და მან აღწერა ისინი როგორ
გამოიყურებოდნენ...
შორს რომ არ წავიდე
ამ თემას სხვა დროს დავწერ ვრცლად, თუ მომეცა საშუალება და ძალა, ან ნება ჩემიდან ან
სამყაროდან...
მე უბრალოდ ზოგადად
ვწერ, ყოველ დაავადებას სწორი კუთხით მიდგომა უნდა და განსაზღვრა, იქნებ ეს დაავადება
გენეტიკიდან მოდის, იქნებ ამ დაავადების მიზეზი თავად პიროვნებაა და არსებობს ისეთი
დაავადებებიც, რომ ვთქვათ ადამიანი ავლენს სიჯიუტეს და დაგეგმილი აქვს წავიდეს სამოგზაუროდ
ხვალ ან კონკრეტულ დღეს, შავმა, ბნელმა ძალებმა ეს უკვე იციან და იქ ეცდებიან ხაფანგი
დაგიგონ, ნათელი ძალები, ან ანგელოზი, ან წინაპრების წყალობა, ან ბუნების შენს მიმართ
კეთილი დამოკიდებულება, შენში ეცდება ჩართვას, ვთქვათ ავად გაგხდის, რომ იმ კონკრეტულ
დღეს არ გაგიშვან, ან მცირედ ავარიას მოგიხდენს რომ მომავალში შავმა ძალამ ავარიის მსხვერპლი არ გაგხადოს ან ინვალიდის
სავარძელს არ მიგაჯაჭვოს...
ბევრი გამოვლინებებია,
ასე მარტივად მიჭირს რამე აგიხსნათ, უბრალოდ მინდა ადამიანებს წარმოდგენა რომ გქონდეთ....
დაავადებები პირდაპირ
კავშირშია სულთან და ადამიანის საქციელთან, შეხედულებებთან და ათასგვარ ელემენტებთან...
ქვემოთ ზოგადად აღვწერ
დაავადებების მხოლოდ ძალიან მცირედ ფაქტორს, ზოგადად.... შეიძლება სხვა ადამიანთან
კიდევ სხვანაირად იყოს საქმე დაავადებების ფაქტორთან...
ყველაფერს პირდაპირ ნუ მიიღებთ...
სხვა დაავადებები....
ადამიანში არასწორმა მსოფლმხედველობამ... ან თავად მსოფლმხედველობამ... ფილოსოფიურმა
და რელიგიურმა ინტერესებმა ან მათდამი არასწორმა დამოკიდებულებამ, ან დამოკიდებულებამ
საერთოდ... რელიგიურმა ინტერესებმა ან არასწორმა პროტესტმა, ან განკითხვამ... მოღვაწეობამ,
ან კვლევამ ან არასწორმა მოღვაწეობრივმა კვლევამ... პროფესიებმა, ან პროფესიებთან არასწორმა
მიდგომამ... შეიძლება ჩართოს ეს დაავადებები.... გამოიწვიოს თავის, თვალების დაავადებები,
ტვინის ფუნქციის დარღვევა, თავის ტკივილები, უძილობა, უსიცოცხლო შეგრძნებები, ან უსიცოცხლობა,
ან სიცოცხლის ინტერესის დაკარგვა... შფოთი უძილობის ნიადაგზე...
თუ ამ ყველაფერს სწორად
მიაქცევთ ყურადღებას ყველაფერი კარგად იქნება.... ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებები მინიმუმამდე
დაეცემა... ან გაქრება.... ან მალევე აღმოიფხვრება....
სხვა მხრის დაავადებები...
ნებისყოფამ, მოქმედებებმა, აქტიურობამ ან პასიურობამ, გადაწყვეტილების მიღების უნარმა, ან უუნარობამ, ადამიანის არასწორმა საქციელმა, ნებაყოფლიბით
თავისუფლების შეზღუდვამ, ნაღველმა, ტანჯვამ, დანაკარგზე ფიქრმა, დარდმა, დედამთილთან
არასწორმა დამოკიდებულებამ, ან სიდედრთან დამოკიდებულებამ,
ინტრიგებმა, პარტნიორის, ან მეუღლის ავადმოყოფობამ, შვილის უბედურებამ, ან უბედურმა
შემთხვევამ შვილთან, მუშაობის არასწორმა რეჟიმმა, მუშაობაში სტილმა ან დამოკიდებულებამ, შეიძლება ჩართოს ეს დაავადებები...
გულის ჰიპერტროფია...
გულის რითმის დარღვევა... მალარია... ანევრიზმა, გულყრა, პლევრიტი... საერთოდ გულს
შეუქმნას დიდი პრობლემა...
ზემოთ ჩამოთვლილი საქციელების სწორმა მიდგომამ, ან
დამოკიდებულებამ სწორი და გაანალიზებული კუთხით ადამიანებში ეგრევე შეიძლება მოხსნას
ან გაანოლოს ეს დაავადებები, ან შანსი მინიმუმამდე დაიყვანოს...
სხვა დაავადებები...
ადამიანში მგრძნობიერე ბუნებამ, მგრძნობიარეობამ, წონასწორობამ ან დარღვევამ, ჰარმონიამ,
ან ჰარმონიის არ დაცვამ, სიყვარულმა, პირად
მეგობრებთან კონტაქტმა, სოციალურმა ცხოვრებამ, და რეაქციამ საზოგადოებრივ პროცესებზე,
სოციალურმა სანქციებმა, ერთ-ერთი მშობლის სიკვდილმა, შვილების მეუღლეებთან არასწორმა
დამოკიდებულებამ, ან მათგან გამოვლენინმა საქციელებმა, შვილების აშკარა მტრებმა, შვილებთან
კამათმა, შვილებთან არასწორმა მოპყრობამ ან კონტაქტმა, ან მისდამი დამოკიდებულებამ,
ასევე შენმა რელიგიურობამ, ან დამოკიდებულებამ რელიგიის კუთხით, შეიძლება ჩართოს ეს
დაავადებები...
მოუნელებლობა, გადამეტებული
კვებისას, ან საჭმლის არ მიღებისას... გულისრევის შეგრძნება, ან გულისრევა... მკერდის
კისტა... ასევე ციკლის დარღვევა...
სხვა დაავადებები...
გონებისგან და ინტელექტისგან, აზროვნებისგან ჩართული დაავადებები... სხვა პირებთან
არასწორმა კავშირმა, სხვა პირებში ყველა იგულისხმება, ოჯახიც კი... პროფესიულმა საქმიანობამ
ან მის მიმართ არასწორმა დამოკიდებულებამ, სიყვარულის მიმართ არასწორმა დამოკიდებულებამ,
ქმრისა ან ცოლის და მისი ხასიათის მიმართ არასწორმა დამოკიდებულებამ, ან ადამიანის
მიდგომამ ქმრის ან ცოლის ხასიათის მხრივ, ბებიასთან
არასწორმა დამოკიდებულებამ, კომპანიონების, მეგობრების ცოლების მიმართ დამოკიდებულებამ,
შვილების შორეულმა გზებმა და მისდამი დამოკიდებულებამ, ტალანტის მიმართ შენმა დამოკიდებულებამ,
შესაძლებობების არ გამოვლენამ, ან არასწორმა გამოვლენამ, შეიძლება ჩართოს ეს დაავადებები...
გულის რითმის დარღვევა,
გულის სპაზმები, გულყრა, ზურგის ნერვული ზონის ტკივილები...
თუ ზემოთ ჩამოთვლილთან
მოახდენს ადამიან სწორი კუთხით აღქმას და შესრულებას
ეს დაავადებები განოლდება...
ახლა სხვა...არასწორი
კუთხით სულიერმა და შემოქმედებითმა ცხოვრებამ,
განსაკუთრებით ასაკში, უკანასკნელი სიყვარულის მიმართ დამოკიდებულებამ, ან მიჯაჭვულობამ,
უიღბლო სიყვარულის კავშირებმა, გარდატეხის ასაკის დროინდელმა სიყვარულმა, ცხოვრების
არასწორმა საიდუმლო მოტივებმა, ან მოტივებმა, შვილებზე გავლენამ ან შვილებთან არასწორმა
ურთიერთობებმა, შეიძლება ჩართოს ეს დაავადებები...
ბუასილი, ფისტულები,
შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებები, ციკლის დარღვევა, საშვილოსნოს დაავადებები....
თუ ამ ყველაფერს სწორი
კუთხით მიუდგები და სწორად გაანალიზებავადებების შანსი მინინუმამდე დაეცემა და განოლდება...
საქმიანმა პარტნიორებმა
ან პარტნიორობამ და კომპანიონობამ, კავშირებმა და კონტაქტებმა, საზოგადოებაში მოღვაწეობამ,
შეთანხმებებმა, კავშირებმა, კამათმა, ორჭოფობამ, მეორე ქორწინებამ ან საერთოდ ქორწინებამ
და მისდამი დამოკიდებულებამ, აშკარა მტრებმა,
სპეკულაციებმა, შენთან პარტნიორული და მეუღლის ურთიერთობის დროს არასწორი გამოვნილებით
და ქცევით მიღებულმა ფორმებმა, ზემოთ ჩამოთვლილთაგან ადამიანის მხრიდან ან იქიდან არასწორმა გამოვლენამ და დამოკიდებულებამ,
შეიძლება ჩართოს ეს დაავადებები...
პრობლემა სისხლთან.... სისხლის ფორმულის შეცვლა,
სითხის შეგუბება, წყალმანკი, სიმსივნური პროცესები.. სისხლის მოწამვლა, სისხლის შესქელება...
თუ ზემოთ ჩამოთვლილ
საკითხს სწორად დააბალანსებ და სწორი კუთხით იურთიერთობებ ეს დაავადებები არ ჩაირთვება...
ან ეცდება მალევე აიკრიფოს...
ეს ყოველივე ზოგადად
დავწერე და იმედი მაქვს სწორად გაიგებს გამგები... ადამიანებმა იფიქრეთ და გაანალიზეთ
საერთოდ ყოველივე რასაც კითხულობთ, ან სწავლობთ საზოგადოებაში...
იცოდეთ ოცდამეერთე
საუკუნე ეს არის საინფორმაციო ომის საუკუნე... აქ ომი ინფორმაციულად მიდის და მათი
მიზანია ადამიანებს დაეხშოთ გონება...
ჩემი თხოვნაა ნუ დააჩლუნგებთ
ადამიანებო თქვენში გონებას და სწორი კუთხით აზროვნებვას... ანალიზის გაკეთებას, განსჯას
და გააზრებას... ეს იცოდეთ ცხოვრებას დაგინგრევთ....
ავტორი: აწყურელი
Комментариев нет:
Отправить комментарий