სახიფათო თემები

არაფიზიკური სამყაროს არსებები

არაფიზიკური სამყაროს არსებები

გაუზიარე მეგობრებს
ადამიანზე თავდასხმა არა მხოლოდ მაგებს, ენერგოვამპირებს ან ჰიპნოტიზიორებს შეუძლიათ. ჩვენ გარშემო ასევე ბინადრობენ ენერგეტიკული არსებები, რომლებიც თავს ხშირად ავლენენ (ყველას სმენია დაუჯერებელი ამბები იმაზე, თუ როგორ იწყებდნენ ოთახში ნივთები გადაადგილებას, ისმოდა ჭრაჭუნის და ფეხის ხმები). რატომღაც ადამიანები მიეჩვივნენ, რომ ამ მოვლენას „მოჩვენება“ უწოდონ და ამით შემოიფარგლონ. სინამდვილეში კი, არსებობს სხვადასხვა სახის და ბუნების ენერგეტიკული არსება. ჩვენს სტატიაში გავეცნობით რამოდენიმე მათგანს:
არაფიზიკური სამყაროს არსებები



























ფანტომი
სიტყვა ფანტომი ბერძნულიდან მომდინარეობს (პჰანტასმა - ჩვენება, მოჩვენება).
ფანტომები იგივე ენერგეტიკული ორეულები არიან. ენერგეტიკული ასლები - ადამიანების, ცხოველების, საგნების, ქალაქების და ა.შ.

ფანტომი - ეს არის ოპტიკური მოჩვენება. მის ანალოგად შეგვიძლია ჩავთვალოთ ჰოლოგრამა. ფანტომს თვითონ ადამიანი ქმნის. ის შესაძლოა წარმოიქმნას როგორც გაუცნობიერებლად, ასევე გარკვეული მანიპულაციების შედეგად. ფანტომი მთლიანად იმეორებს ფიზიკური სხეულის გარეგნობას.
ის არსებობს გარკვეული დროის განმავლობაში, რადგან ფანტომი დამოკიდებულია ენერგეტიკულ კვებაზე. თუკი კვება წყდება, გარკვეული დროის შემდეგ ფანტომი ქრება. მაგრამ გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მას შეუძლია დიდხანს „იცოცხლოს“ ე.წ. ძალის ადგილების მეშვეობით.(„ძალის ადგილები“- მიწის გარკვეული მონაკვეთი, სადაც ენერგიის კონცენტრაცია გაცილებით მაღალია).

ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს სული და ფანტომი:

სული არის უკვდავი ენერგია, რომელიც არსად ქრება. ის უბრალოდ გადადის ერთი განზომილებიდან მეორეში, ან რჩება აქ, თუკი რომელიმე ადგილს არის მიჯაჭვული. სულს არ გააჩნია სქესი, ის არ იმეორებს ადამიანის აღნაგობას (თუმცა თავისუფლად შეუძლია ადამიანის სხეულის ყოველი დეტალი გამოხატოს).

არაფიზიკური სამყაროს არსებები





















პოლტერგეისტი

პოლტერგეისტი (გერმანული პოლტერ-ხმაურიანი, გეისტ-სული).

გარკვეული სახის ბოროტი, აბეზარი სული ან ენერგია, რომელიც გამოირჩევა ხმაურიანობით, გამოსცემს უცნაურ ხმებს და შეუძლია გადაადგილოს ნივთები. პოლტერგეისტი იკვებება ადამიანების აგრესიით, შიშით, უფრო სწორად კი, ასეთი სახის ენერგია წარმოშობს პოლტერგეისტს და შემდგომ კვებავს მას.

არაფიზიკური სამყაროს არსებები




















„ლიარვა“
„ლიარვა“ არის ენერგობურთი, რომელიც მიწებებულია ჩვენს ენერგეტიკულ სხეულს და ახდენს მის პარაზიტირებას. სამწუხაროდ, ლიარვებს თვითონ ადამიანი ქმნის ძლიერი სურვილის საშუალებით, რადგან ჩვენი სურვილები და აზრები ყოველთის მატერიალიზდება ნატიფ შრეებში, ამიტომაც ყოველთვის უნდა დავუკვირდეთ თუ რას ვფიქრობთ და რა გვსურს.
შემდგომში “ლიარვები” უკვე თვითონ მრავლდებიან და ჩვენს ტვინში ახალ და ახალ სურვილებს აჩენენ (მოწევა, დალევა, ზედმეტი საჭმლის მიღება და ა.შ.) და ამ სურვილების შესრულებისას კი ჩვენი სხეულიდან გამოყოფილი ენერგიით საზრდოობენ.
ასევე “ლიარვებს” აქვთ უნარი ერთი ადამიანიდან მეორეზე გადავიდნენ.

არაფიზიკური სამყაროს არსებები





















სახლის მცველი არსება
„დომოვოი“ - ეს ბარბარიზმი ხშირად გექნებათ გაგონილი. სამწუხაროდ, ამ არსებას არ აქვს ქართული შესატყვისი, ამიტომაც მოდით მას სახლის მცველი ვუწოდოთ.
სახლის მცველები თავისი მისიის შესასრულებლად სხვა (ჩვენზე უფრო დაბალი) განზომილებიდან მოდიან. მათი მისია კი ადამიანის სახლის დაცვა და მოვლაა. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ისინი ბოროტდებიან და იწყებენ ოჯახის ტერორს. მაგრამ მათი გაბოროტება თავად იმ ოჯახის ბრალია, სადაც ის ცხოვრობს. სახლის მცველებს სძულთ სახლში ჩხუბი, სიბინძურე, უზნეო ჩვევები და ამის ფონზე უჩნდებათ აგრესია. მათი შემორიგება ამ პრობლემების მოგვარებით არის შესაძლებელი.

Комментариев нет:

Отправить комментарий