вторник, 26 января 2016 г.

კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი?


კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი?

კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი?


 გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ ცნობილ შეკითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი შეიძლება გაიცეს – კვერცხი. ოღონდ, არა ქათმის, ან, არც თუ ისე ქათმის.
kvercxi niangis იმისათვის, რომ პასუხი გასაგები იყოს, უნდა გავერკვეთ, რა არის ქათმი და რა არის ქათმის კვერცხი. კვერცხებთან დაკავშირებით გასაკუთრებული სიფრთხილე უნდ აგამოვიჩინოთ, რადგან ის შეიძლება ქათმისას ჰგავდეს, სინამდვილეში კი ნიანგისა აღმოჩნდეს.
 ნებისმიერი სხვა უჯრედის ბირთვის მსგავსად, კვერცხუჯრედის ბირთვში მემკვიდრეობითი ინფორმაციაა ჩაწერილი, განსაკუთრებულ, ძალიან გრძელ მოლეკულებში, რომელსაც დნმ(1)-ს უწოდებენ. სწორედ ეს ინფორმაცია წყვეტს, რა უნდა გაკეთდეს კვერცხისგან, ქათამი თუ ადამიანი.
 ქათმისა და ადამიანის ორგანიზმი ასეულობით მილიარდი უჯრედისგან შედგება, რომლებიც კვერცხუჯრედისგან გაჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ორი არსების უჯრედები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ნებისმიერი უჯრედის ბირთვში არის ინფორმაცია, მთლიანი ორგანიზმის შესახებ.
 გარდა ამისა, კვერცხუჯრედში ინფორმაციის მატარებელი ორი ასლია – 39 ქრომოსომა დედლისაგან და 39 ქრომოსომა მამლისაგან. მამლის სპერმატოზოიდები ერწყმიან კვერცხუჯრედს, სანამ მას ნაჭუჭი ექნება. შემდეგ, ქათამი კვერცხს დამატებითი გარსებით მოსავს, დებს კვერცხს და გამოსაჩეკად ზედ აჯდება მას. კვერცხუჯრედის ბირთვი 78-ივე ქრომოსომას აორმაგებს, რომელთა ასლები ყოველ შვილობილ უჯრედში ხვდება.
kvercxis agnagoba
 შესახედაობით ერთნაირი კვერცხების მიუხედავად, ქვეწარმავალთა ფეხები, ფრინველებისგან განსხვავებით, ისეა მოწყობილი, რომ მათ უჭირთ სირბილი. სწრაფად და დიდ ხანს სირბილი კი სასარგებლო რამაა… ისეთი ქვეწარმავლებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც სირბილი ”ისწავლეს”. ამისათვის მათ, უკანა თათებზე დადგომა დასჭირდათ. ასე გაჩნდნენ დინოზავრები.
 ამის მერე, ფრინველებიც მალევე გამოჩნდნენ. ყველა დინოზავრი დებდა კვერცხს, ჩეკავდა და უვლიდა მათ, ზოგიერთი მათგანი ”წიწილების” აღზრდაშიც მონაწილეობდა. ისეთივე მოხერხებულები იყვნენ, როგორც ქათმები(გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ქათმები საკმაოდ ჭკვიანი და მოხერხებული ფრინველები არიან). ბოლოს, ზოგიერთი დინოზავრის გენებმა მცირე ცვლილება განიცადა, მათი ქერცლი გადაიქცა ფრთებად. ყველა დინოზავრი არ გადაშენებულა, ზოგიერთი მათგანი ფრინველად გადაიქცა(ყველაზე დიდი დინოზავრიმეცნიერება და კრეაციონიზმი: მარადიული ბრძოლა).
 ამგვარად, პირველი ნამდვილი კვერცხი, ალბათ, 700 მილიონი წლის წინათ გაჩნდა, შეიძლება მილირდი წლის წინათაც(პლანქტონი 3 მილიარდი წლის ქანებში). პირველი ”ქათმის” კვერცხები კი დინოზავრებმა დაახლოებით 225 მილიონი წლის წინ დადეს. თანამედროვე ქათმების ახლო ნათესავები, დაახლოებით 90 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ. აი რამდენად მეტი ხნისაა კვერცხი! პირველი კვერცხი, ქათმის იყო თუ დინოზავრის, აქ არც არავის უკითხავს :) (სიცოცხლე).

Комментариев нет:

Отправить комментарий