რატომ არ იცის კაცობრიობამ, თუ რას აღნიშნავს ახალ წელს
2016 წლის პირველ იანვარს ახალი წელი დადგება, მაგრამ ახალი წელი საიდან? რომელი მოვლენიდან? რომელი თარიღიდან იწყებს დასაბამს ახალი ერა? ქრისტეს შობიდანო, გიპასუხებთ ცივილიზებული სამყარო. მაგრამ თუ ახალი ერა ქრისტეს შობიდან იწყება, მაშინ რატომ დგება შობა ერთი კვირით ადრე, ვიდრე ახალი წელი?
რასაკვირველია, ყველაფერი ძველი რომიდან დაიწყო, სადაც წლის მთავარი დღესასწაული სატურნალი - დროის ღმერთის დღესასწაული გახლდათ, რომელიც 17 დეკემბერს იწყებოდა და ერთ კვირას გრძელდებოდა. დროის ამ მონაკვეთში ბატონები მონებთან ერთად უსხდებოდნენ მაგიდას, მოსწავლეები სწავლას წყვეტდნენ, ეწყობოდა კარნავალები, ხალხი საჩუქრებს ჩუქნიდა ერთმანეთს, დამნაშავეების სიკვდილით დასჯა იკრძალებოდა.
ეს ყველასთვის საყვარელი დღესასწაული იყო, რომელსაც მოყვებოდა ახალი წელი, იანუსის დღესასწაული. იანუსი ორსახიანი ღმერთი იყო, ერთი სახით ის წარსულს გადაჰყურებდა, მეორეთი - მომავალს. ქრისტიანობის მოსვლასთან ერთად ტრადიციული დღესასწაულები ახალი რელიგიური დღესასწაულებით იცვლებოდა.
ამასთან, რომაელები რომ არ განერისხებინათ ახალი სარწმუნოებით, ცდილობდნენ ახალი და ტრადიციული დღესასწაულები ერთმანეთისთვის შეერწყათ. სწორედ ამიტომ ყველაზე ნათელი დღესასწაული - ახალი წელი და შობა ზამთარში გადაიტანეს. შობიდან დაწყებული დღესასწაულები ქრისტიანებშიც ერთ კვირას გრძელდებოდა და ახალი წლით მთავრდებოდა. ყველაფერი ლოგიკურად იყო და თან არც იყო - მაშინ რატომ გადაწყვიტეს შობის 25 დეკემბერს აღნიშვნა და არა მისით ახალი წლის დაწყება? გამოდის, ქრისტე რვა დღით ადრე დაიბადა იმ ერამდე, რომელიც მისი შობიდან აითვლება.
საქმე ის არის, რომ ახალი ერა ქრისტეს შობიდან არ დაწყებულა. ის სხვა ქრისტიანული დღესასწაულით დაიწყო. ქრისტეს წინდაცვეთის დღიდან. იესოს, როგორც ებრაელს შეეფერებოდა, მერვე დღეს ჩაუტარეს წინდაცვეთა. იუდეური ტრადიციის მიხედვით, ამ მომენტში ვაჟი ღმერთს უერთდება. რაც იესოს შემთხვევაში მამის და შვილის ერთობას ნიშნავდა. ათასწლეულზე დიდი ხნის მანძილზე სწორედ ქრისტ
ეს წინდაცვეთის დღე იყო ქრისტიანული სამყაროს მთავარი დღესასწაული. ჯვაროსნული ლაშქრობების დროს წელთაღრიცხვა ქრისტეს წინდაცვეთიდან იწყებოდა. წიგნებში ასევეა აღწერილი: ესა და ეს ამბავი მოხდა ქრისტეს წინდაცვეთიდან ამა და ამ დროის შემდეგ. და ასეც უნდა იყოს, რადგან ახალი ერა ათვლას სწორედ ქრისტეს წინდაცვეთის დღიდან იღებს.
რატომ შეიცვალა ეს ყოველივე? როგორ დაივიწყა კაცობრიობამ, რას აღნიშნავს ზუსტად ახალი წლის დადგომისას და საიდან იწყება ახალი ერის ათვლა? რატომ აღარაა შობიდან ახალ წლამდე დღეები საკრალური ხასიათის? რატომ დატოვა ეკლესიამ ამ ერთადერთ შემთხვევაში სამეურნეო ჩვეულებები? - ნაძვის ხეები, თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსის საჩუქრებით, ელფები, თოვლის კაცები. ეს კითხვა კარგად შესწავლილ პასუხს საჭიროებს.
პროფესიონალური ანალიზის გარეშეც ნათელია: ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტის დამალვა მხოლოდ ერთი რამით იყო გამოწვეული: ანტისემიტიზმით. რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, მკითხველი, რომელიც ახალ აღთქმას წაიკითხავს, მივა იმ დასკვნამდე, რომ ნაციზმის და ნაციონალიზმის პირველწყაროს ანტისემიტიზმი წარმოადგენს.
ძველი, რელიგიური ომების სამყარომ ხომ არ იცოდა რასობრივი სიძულვილის შესახებ. ამიტომ არსებობდა ბარბაროსი და მიწათმოქმედი ცივილიზაციები (ეგვიპტე, ჩინეთი, ინდოეთი). სამი ათასი წლის მანძილზე არ არსებობდა ნაციზმი და რელიგიური შეუწყნარებლობა. არ არსებობდა რელიგიური ხასიათის დაპირისპირება ძველ სამყაროში ებრაული და ბართლომესეული ღამის მსგავსი, რომელიც გახლდათ ისლამური, ირლანდიური და სხვა რელიგიური ტერორიზმის ფუძემდებელი. ასეა თუ ისე, კაცობრიობამ დროა გაიხსენოს, რას აღნიშნავს ახალ წელს 31 დეკემბრიდან 1 იანვრამდე. და რამდენად ლოგიკურად მიუდგება ამ საკითხს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი საერთო მომავალი.
რასაკვირველია, ყველაფერი ძველი რომიდან დაიწყო, სადაც წლის მთავარი დღესასწაული სატურნალი - დროის ღმერთის დღესასწაული გახლდათ, რომელიც 17 დეკემბერს იწყებოდა და ერთ კვირას გრძელდებოდა. დროის ამ მონაკვეთში ბატონები მონებთან ერთად უსხდებოდნენ მაგიდას, მოსწავლეები სწავლას წყვეტდნენ, ეწყობოდა კარნავალები, ხალხი საჩუქრებს ჩუქნიდა ერთმანეთს, დამნაშავეების სიკვდილით დასჯა იკრძალებოდა.
ეს ყველასთვის საყვარელი დღესასწაული იყო, რომელსაც მოყვებოდა ახალი წელი, იანუსის დღესასწაული. იანუსი ორსახიანი ღმერთი იყო, ერთი სახით ის წარსულს გადაჰყურებდა, მეორეთი - მომავალს. ქრისტიანობის მოსვლასთან ერთად ტრადიციული დღესასწაულები ახალი რელიგიური დღესასწაულებით იცვლებოდა.
ამასთან, რომაელები რომ არ განერისხებინათ ახალი სარწმუნოებით, ცდილობდნენ ახალი და ტრადიციული დღესასწაულები ერთმანეთისთვის შეერწყათ. სწორედ ამიტომ ყველაზე ნათელი დღესასწაული - ახალი წელი და შობა ზამთარში გადაიტანეს. შობიდან დაწყებული დღესასწაულები ქრისტიანებშიც ერთ კვირას გრძელდებოდა და ახალი წლით მთავრდებოდა. ყველაფერი ლოგიკურად იყო და თან არც იყო - მაშინ რატომ გადაწყვიტეს შობის 25 დეკემბერს აღნიშვნა და არა მისით ახალი წლის დაწყება? გამოდის, ქრისტე რვა დღით ადრე დაიბადა იმ ერამდე, რომელიც მისი შობიდან აითვლება.
საქმე ის არის, რომ ახალი ერა ქრისტეს შობიდან არ დაწყებულა. ის სხვა ქრისტიანული დღესასწაულით დაიწყო. ქრისტეს წინდაცვეთის დღიდან. იესოს, როგორც ებრაელს შეეფერებოდა, მერვე დღეს ჩაუტარეს წინდაცვეთა. იუდეური ტრადიციის მიხედვით, ამ მომენტში ვაჟი ღმერთს უერთდება. რაც იესოს შემთხვევაში მამის და შვილის ერთობას ნიშნავდა. ათასწლეულზე დიდი ხნის მანძილზე სწორედ ქრისტ
რატომ შეიცვალა ეს ყოველივე? როგორ დაივიწყა კაცობრიობამ, რას აღნიშნავს ზუსტად ახალი წლის დადგომისას და საიდან იწყება ახალი ერის ათვლა? რატომ აღარაა შობიდან ახალ წლამდე დღეები საკრალური ხასიათის? რატომ დატოვა ეკლესიამ ამ ერთადერთ შემთხვევაში სამეურნეო ჩვეულებები? - ნაძვის ხეები, თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსის საჩუქრებით, ელფები, თოვლის კაცები. ეს კითხვა კარგად შესწავლილ პასუხს საჭიროებს.
პროფესიონალური ანალიზის გარეშეც ნათელია: ასეთი მნიშვნელოვანი ფაქტის დამალვა მხოლოდ ერთი რამით იყო გამოწვეული: ანტისემიტიზმით. რელიგიური შეხედულებების მიუხედავად, მკითხველი, რომელიც ახალ აღთქმას წაიკითხავს, მივა იმ დასკვნამდე, რომ ნაციზმის და ნაციონალიზმის პირველწყაროს ანტისემიტიზმი წარმოადგენს.
ძველი, რელიგიური ომების სამყარომ ხომ არ იცოდა რასობრივი სიძულვილის შესახებ. ამიტომ არსებობდა ბარბაროსი და მიწათმოქმედი ცივილიზაციები (ეგვიპტე, ჩინეთი, ინდოეთი). სამი ათასი წლის მანძილზე არ არსებობდა ნაციზმი და რელიგიური შეუწყნარებლობა. არ არსებობდა რელიგიური ხასიათის დაპირისპირება ძველ სამყაროში ებრაული და ბართლომესეული ღამის მსგავსი, რომელიც გახლდათ ისლამური, ირლანდიური და სხვა რელიგიური ტერორიზმის ფუძემდებელი. ასეა თუ ისე, კაცობრიობამ დროა გაიხსენოს, რას აღნიშნავს ახალ წელს 31 დეკემბრიდან 1 იანვრამდე. და რამდენად ლოგიკურად მიუდგება ამ საკითხს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი საერთო მომავალი.
Комментариев нет:
Отправить комментарий