пятница, 1 января 2016 г.

შეიცან თავი შენი

    

        ამ სამყაროში უმთავრეს ცნებად შეიძლება თვითდაკვირვება მივიჩნიოთ. ინდივიდმა უნდა  განავითაროს სულიერი სისტემა, სადაც ადამიანი განხილულია როგორც მექანიზმი, რომელიც იმართება და განუწყვეტლივ განიცდის გარემო-პირობების ზეგავლენას, თუ მასში არ არის მუდმივი შინაგანი დამკვირვებელი, რომელიც ყოველდღიურ რუტინაში თავს არ კარგავს, საკუთარ ინსტიქტებს და გაუცნობიერებლად მოსულ ათასგვარ სურვილს ავტომატურად არ ემორჩილება. როდესაც დამკვირვებელი არ არსებობს, ადამიანში წარმოიქმნება უამრავი სხვადასხვა “მე”, რომელთაც ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ და საკუთარი თავისუფალი ნებით ხელს უწყობენ, რომ ადამიანი ერთიან პიროვნებად არ ჩამოყალიბდეს. აიძულებენ, რომ მხოლოდ გარეგან ფაქტორებზე მექანიკურ რეაგირებაში მყოფ მანქანად დარჩეს.
      ბუნება ადამიანებს ყოფდა ორ ჯგუფად - მმართველებად და მართვადებად. ეს დაყოფა ეფუძნებოდა საკუთარი ემოციონალურ-ფსიქიკური გამოვლინებების გაცნობიერებულად მართვას ან მასზე კონტროლის სრულებით არქონას.  ადამიანთა უმრავლესობა მთლიანად მართვად ფენას განეკუთვნება, რომელიც სიცოცხლეს მხოლოდ გარეგან გამღიზიანებლებზე მექანიკურ-ემოციონალურ რეაგირებაში ატარებს. ამიტომაც მუდმივი შინაგანი დამკვირვებელის, ანუ საკუთარი თავის მუდმივი ხსოვნის გარეშე ადამიანი არ იარსებებს მარადიულად. ის მხოლოდ მექანიზმია, რომელიც შეიძლება როგორც დაპროგრამდეს, ასევე მოხდეს მისი დეპროგრამირება ნებისმიერი მიმართულებით. 
ადამიანი მანქანად დარჩება იმდენი ხანი, რამდენიც ამის გაცნობიერებისთვის დასჭირდება. როდესაც იგი სულ მცირედით მაინც დაეჭვდება თუ რაოდენ მართვადია, რაოდენ დამორჩილებული, როგორც მისი შინაგანი სამყაროს მიერ, ასევე მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, მხოლოდ მაშინ შეიძლება გაღვივდეს ის ნაპერწკალი, რითაც მოახერხებს ამ გაუცნობიერებელი მექნიკურობის წრიდან თავის დაღწევას. 
             “პირველ რიგში, აუცილებელია ჩვენში შევისწავლოთ ეს მექანიკურობა, ხოლო როდესაც მანქანა იწყებს საკუთარ თავზე დაკვირვებას, ის უკვე მანქანა აღარ არის. ყოველ შემთხვევაში, ისეთივე მანქანა, როგორიც ამ მომენტამდე იყო. აქედან იწყება პასუხისმგებლობის აღება საკუთარ მოქმედებებზე”. წინააღმდეგ შემთხვევაში კი: “ადამიანი სამუდამოდ იქნება მონა და სათამაშო მასზე მოქმედი სხვადასხვა შიდა თუ გარე ძალისა”. 
             
           “თუ ადამიანი ცხოვრობს ყოველგვარი შინაგანი ბრძოლის გარეშე, მიდის იქ, საითკენაც ქარი დაუბერავს და თუ მისგან სრულიად დამოუკიდებელი ემოციები ექაჩებიან, ის ვერასოდეს შეიცვლება”. 
     
       რთული და ადამიანისთვის არასასიამოვნო სიტუაციების ცნობიერად გავლას მის სისტემაში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მნიშვნელობა აქვს, რაც ადამიანში სულის საკუთარი ნაყოფის გამომუშავების ორიგინალურ კონცეფციას უკავშირდება. ისეთ მექანიკურ მოწყობილობას, რომელსაც ჩვენ ადამიანს ვუწოდებთ, თუ ის არ განვითარდა სულიერად, მას არანაირი საკუთარი სულის ის ნაყოფი და თესლი, რომელიც უნდა გაღვივებულიყო მასში და აღმოცენებულიყო, მას  არ გააჩნია და ცნობიერი ადამიანის მთელი სიცოცხლეც სწორედ მის მოსაპოვებლად უნდა იყოს მიმართული.
            “ნახევრად ძილში მყოფ ადამიანთა შორის ძალზედ გავრცელებულია აზრი იმის შესახებ, რომ თითქოს მათ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აქვთ რაღაც, რაც შეიძლება სიკვდილის შემდეგაც დარჩეს, დაიმკვიდრონ ცათა სასუფეველი და ანგელოზებად იწოდებოდნენ...... ამას უწოდებენ პიროვნულ სულს. ესეც ერთ-ერთი ილუზიაა, რითაც საკუთარ ძილს უფრო მეტად კომფორტულს ხდიან. რეალურად კი ისეთი დიდი მოვლენა, რომელსაც შეიძლება პიროვნული სული ვუწოდოთ, რასაც სულიწმინდა გვაძლევს მეორედ შობისას, შეიძლება გამომუშავდეს ყოველდღიურად გაცნობიერებული ცხოვრებით და საკუთარ მექანიკურობასთან ბრძოლით”. 
         სანამ სიკვდილის შემდეგ პიროვნული სულის, ანუ ცნობიერების შენარჩუნებამდე მივალთ, ჯერ ამ ცხოვრებაში ადამიანისთვის მატრავმირებელი სიტუაციების დროს შინაგანი დამკვირვებლის, ანუ ცნობიერების გაზრდაზე უნდა ვიზრუნოთ. სწორედ ამისთვის საჭიროდ უნდა ჩათვალო, რომ ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაცია შინაგან სამუშაოდ უნდა გადააქციოთ. 
    ადამიან-მანქანას ყოველთვის უნდა, რომ აირიდოს ის, რაც აღელვებს ან მის ჩვეულ კომფორტს არღვევს. თუმცა, რადგან ეს ყალბი სტაბილურობა მუდმივ ცვალებად სამყაროსთან წინააღმდეგობაში მოდის, სწორედ ამიტომ მოითხოვს სიძნელეებთან ცნობიერად მუშაობას. 

      “ექსტრემალური სიტუაციები და მათი დაძლევისთვის ცნობიერად გაწეული ძალისხმევა უკიდურესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თქვენში გაჩნდეს იმაზე უფრო ნატიფი სხეული, ვიდრე ახლა გაქვთ. ადამიანი კი ისეთი ზარმაცია, რომ ამის გარეშე ვერანაირად ვერ მიაღწევს იმ შინაგან ინტენსივობას, რასაც თქვენში უამრავ სხვადასხვა “მე”-სგან ერთი ურყევი “მე”-ს, ანუ პიროვნული სულის, პიროვნული ნერგის წარმოქმნა შეეძლება. სწორედ ამიტომ, მადლობა უთხარით ყველა იმ ადამიანს თუ სიტუაციას, რომელიც თქვენს ჩვეულ ნახევრად ძილის მდგომარეობას არღვევს და საშუალებას გაძლევთ მანქანიდან საკუთარი თავის გამოცალკევება დაიწყოთ”. 
      
ადამიოანები როდესაც ამ ქვეყანაზე ევლინებიან მათში დევს მშობლების ხატებაც და მესამე ძალის ხატება... თუ პიროვნება არ განვითარდა ის ან მშობლის ხატებად დარცება ან იმ მესამე ძალის ხატებამ რამაც მოახდინა ორი ადამიანის დაკავშირება...

უფალი იოანეს სახარებაში ნათლად განმარტავს, რომ

იოანეს სახარება

თავი მესამე

ახალი ქართულითძველი ქართულით
1ფარისეველთა შორის იყო ერთი კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი,1იყო ვინმე კაცი ფარისეველთაგანი, სახელით ნიკოდიმოს, მთავარი ჰურიათაჲ.
2რომელიც ღამით მივიდა იესოსთან და უთხრა: რაბი, ვიცით, რომ ღმრთისაგან მოსულხარ მოძღვრად, ვინაიდან არავის შეუძლია შენს მიერ მოხდენილ სასწაულთა ქმნა, თუკი მასთან არ არის ღმერთი.2ესე მოვიდა იესუჲსა ღამე და ჰრქუა მას: რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად, რამეთუ ვერვის ჴელ-ეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მის თანა.
3ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება ხელახლა, ვერ იხილავს ღმრთის სასუფეველს.3მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ.
4უთხრა მას ნიკოდემემ: როგორ შეიძლება დაიბადოს მოხუცი კაცი? ხომ არ შეუძლია ხელმეორედ შევიდეს დედის საშოში და კვლავ დაიბადოს?4ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად? ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისასა შესლვად მეორედ და შობად?
5მიუგო იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში.5მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა.
6ხორცის მიერ შობილი ხორცია და სულის მიერ შობილი - სული.6შობილი იგი ჴორცთაგან ჴორცი არს და შობილი იგი სულისაგან სული არს.
7ნუ გიკვირს, რომ გითხარი: ხელახლა უნდა დაიბადოთ-მეთქი.7ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაჲ.
8ქარი, სადაც სურს, ქრის, და გესმის მისი ხმა, მაგრამ არ იცი, საიდან მოდის ან საით მიდის; ასევეა სულის მიერ ყველა შობილიც.8სულსა ვიდრეცა უნებნ, ქრინ, და ჴმაჲ მისი გესმის, არამედ არა იცი, ვინაჲ მოვალს და ვიდრე ვალს. ესრეთ არს ყოველი შობილი სულისაგან.
9მიუგო ნიკოდემემ და უთხრა მას: როგორ შეიძლება ეს მოხდეს?9მიუგო ნიკოდიმოს და ჰრქუა მას: ვითარ შესაძლებელ არს ყოფად ესე?
10ხოლო იესომ პასუხად თქვა: ისრაელის მოძღვარი ხარ და ეგ არ იცი?10მიუგო იესუ და ჰრქუა მას: შენ ხარ მოძღუარი ისრაჱლისაჲ და ესე არა იცია?
11ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჩვენ ვამბობთ იმას, რაც ვიცით, და ვმოწმობთ იმას, რაც გვიხილავს, მაგრამ ჩვენს მოწმობას არ იღებთ.11ამენ, ამენ გეტყჳ შენ, რამეთუ: რომელი ვიცით, ვიტყჳთ, და რომელი ვიხილეთ, ვწამებთ, და წამებასა ჩუენსა არა შეიწყნარებთ.
12თუ მიწისა გითხარით და არ ირწმუნეთ, როგორღა ირწმუნებთ, რომ გითხრათ, ცისას?12უკუეთუ ქუეყანისაჲ გითხარ თქუენ, და არა გრწამს, ვითარ უკუე ზეცისაჲ გითხრა თქუენ, და გრწმენეს?


      “როდესაც არსება ცნობიერებით შენზე მაღლა დგას, ყოველთვის პატივისცემით მოეპყარი და თუ ხვდები, რომ ის შენზე დაბლაა, იყავი მასთან სამართლიანი, რადგან როდესღაც, ცნობიერების საფეხურზე შენც იგივე ადგილი გეჭირა”.
“პიროვნული სული, ეს არის ფუფუნება, რომელიც უნდა დაიმსახურო. ბოლომდე მზა სულით ჯერ არავინ დაბადებულა”.
“არსებობს განსაცდელის გავლის ორი გზა. პირველი _ გაუცნობიერებელი, როდესაც მთლიანად განსაცდელი ხარ და მეორე _ ცნობიერი, როდესაც შინაგან დამკვირვებელს არასდროს კარგავ. პირველს მივყავართ პირად ჯოჯოხეთში, მეორეს კი ანგელოზებთან”. 



Комментариев нет:

Отправить комментарий