ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოები (8 ფოტო)
ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობი ფენომენი, საიდუმლო- “ბერმუდის სამკუთხედი” – ეს არის დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი და საიდუმლო რაიონი ატლანტიკის ოკეანეში, რომელშიც თითქოს-და ხდება საზღვაო და საჰაერო გემების მისტიური, იდუმალი გაუჩინარება. რაიონი შემოსაზღვრულია ფლორიდიდან ბერმუდის კუნძულამდე, შემდგომ პუერტო-რიკომდე და უკან ფლორიდამდე ბაჰამების გავლით. ხდება სხვადასხვა ჰიპოთეზის გამოტანა ამ გაუჩინარებათა ასახსნელად – უჩვეულო ამინდის მოვლენებიდან უცხოპლანელეტების მიერ მოტაცებამდე. თუმცა, სკეპტიკები ამტკიცებენ, რომ გემების გაუჩინარება ბერმუდის სამკუთხედში არ ხდება იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე მსოფლიო ოკეანის სხვა რაიონებში და აიხსნება ბუნებრივი მიზეზებით. ფაქტი კი ფაქტად რჩება, რომ ბერმუდის სამკუთხედში გაუჩინარებულა 100-ზე მეტი თვითმფრინავი, წყალქვეშა თუ ისე გემი და 1000-ზე მეტი ადამიანი.
მკვლევართა ნაწილი ამ მისტიურ ადგილს უკავშირებს, 10 000 წლის წინ ატლანტის ოკეანეში ჩაძირულ ქალაქ ატლანტისს, რომელიც ამ მონაკვეთის ფსკერზე უნდა იყოს ჩაძირული. პლატონის მოსაზრებით ქალაქი ატლანტისი საოცრად განვითარებული იყო არქიტექტურული თვალსაზრისით და სხვა ქალაქებთან შედარებით, ცივილიზაციის მაღალ დონეზე იყო აყვანილი. იგი სიმდიდრისა და კულტურული განვითარების ეპიცენტრს წარმოადგენდა. რამოდენიმე არქეოლოგიის თეორემის თანახმად ატლანტისი საბერძნეთის კუნძულზე მდებარეობდა და ვულკანის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა. ამიტომ იმ საზოგადოების აზრით, ვისაც სწამდა ქალაქის არსებობა, სწორედ ატლანტის ოკეანეში უნდა ჩაძირულიყო იგი. საზოგადოება ამ ორ ფენომენს- ატლანტის ოკეანესა და ბერმუდის სამკუთხედს, სწორედ საიდუმლოებით მოცული ისტორიების გამო უკავშირებს ერთმანეთს.
სულ ცოტა ხნის წინ, კანადელმა მეცნიერებმა დაკარგული ქალაქი ატლანტისი აღმოაჩინეს, როგორც დადგინდა მითიურ ქალაქში მართლა არსებობდა ცივილიზაცია. მკვლევარებმა იპოვეს სფინქსის გამოსახულება და მინის პირამიდები. მეცნიერები კი მიიჩნევენ, რომ ქალაქის არქიტექტურა ტეოტიუკალების, უძველესი ლათინო ამერიკული ცივილიზაციის მსგავსია. ზღვის ფსკერი რობოტის საშუალებით იქნა შესწავლილი და ქალაქი ატლანტისი კუბის აღმოსავლეთ სანაპიროდან ჩრდილოეთით 700 მეტრში დაფიქსირდა.
მეცნიერებს ამ მოვლენის ასახსნელად 10-მდე ჰიპოთეზა აქვთ, ერთ-ერთი მიზეზი ბერმუდის სამკუთხედის
სხვა ვერსიით ბერმუდის სამკუთხედის ასეთი უცნაურობები გობსთრიმის დინებაა, რომელიც ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში თბილ დინებათა მძლავრი სისტემაა და 10 000 კილომეტრზე ვრცელდება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ გობსთრიმის დინება ხომალდების ნამსხვრევებს შორს მიაქანებს, რის გამოც ნარჩენები უკვალოდ ქრება.
ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი, შედარებით რეალური მოსაზრება გაჩნდა, თურმე ბერმუდის სმკუთხედის მისტიურობა ჭარბი რაოდენობით მეთანის აირის შედეგია. თეორიის მიხედვით,ოკეანის ფსკერიდან ამოსული აირი ბუშტად გარდაიქმნება, იზრდება, ზედაპირზე მიიწევს და იქ ფეთქდება. ამის შემდეგ აირი ჰაერში ადის, მეთანის ბუშტი წყლის სიმკვრივეს ამცირებს, რის გამოც ხომალდი ვეღარ ახერხებს წყალზე გაჩერებას და იძირება. ამ გიგანტურ ბუშტებს თვითმფრინავის ჩამოგდებაც შეუძლია. პირველი ფაქტი 1840 წელს დაფიქსირდა, როდესაც ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაოს პორტთან იალქნიანი ხომალდი როზალი აღმოაჩინეს. ხომალდზე იალქნები აღმართული იყო, მასზე აღჭურვილი ყველა აპარატურაც ხელ-უხლებელი, თუმცა მასზე არცერთი ეკიპაჟი არ იმყოფებოდა და მათ კვალსაც ვერსად მიაგნეს.
თუმცა, მიუხედავად ამ აღმოჩენისა, ბერმუდის სამკუთხედის მისტიურობა კვლავ ამოუცნობია და გაუჩინარებული ვერტმფრენებისა და ხომალდების საიდუმლო, ისევ საიდუმლოდ რჩება. მისტიკური ბერმუდის სამკუთხედის საიდუმლოს ამოხსნას მეცნიერები კვლავ ცდილობენ, თუმცა ატლანტის ოკეანის ამ მონაკვეთზე მგზავრობას, დღემდე ყველა ერიდება.
Комментариев нет:
Отправить комментарий