среда, 13 января 2016 г.

რა მოხდება 2016 წელს... ბოლომდე გმართებთ სიფრთხილე...

არ შეიძლება ბოლომდე ენდოთ 2016 წლის წამყვან  ძალას და ცეცხლოვანი მაიმუნის    წელს....................

უკვე შემოსული 2016 წელი არც ისე სახარბიელო წელია.... კონკრეტულად არასახარბიელო მთლიანად ევროპისათვის...  სკანდინავიური ქვეყნები, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, თურქეთი... კორეა, მონღოლეთი, საუდის არაბეთი, ალბანეთი, ბულგარეთი, მაკედონია.... რუსეთი...
ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში საფრთხე, არეულობა, ტერაქტები, გამოსვლები, სისხლიანი შეტაკებების ალბათობა მაღალია... ეს ალბათობა 2023 წლამდე გასტანს...
ძირითადად 2008 წლიდან 2024 წლამდე ყველაზე მეტი შეტაკება და მსხვერპლი ევროპის ქვეყნებს ეყოლებათ... ევროპა ამ წლებისგან სხვადასხვა სახით შემოტევას მიიღებს და ბევრი ადგილი სისხლიან წერტილად გადაიქცევა... ევროპას შავი ძალა ეცდება 2008 წლიდან 2024 წლამდე საგანგებოდ დაარტყას, ან შიგადაშიგ პარტიზანული, თუ ტერაქტების ომიც გაურიოს...


გარე სამყაროს ძალებმა შავ ძალას მისცეს ნებართვა რომ 2024 წლამდე ევროპას შეუტიონ... ევროპის ბევრ ქვეყანაში შიშის სინდრომი გამეფდება და ბევრ მათგანს ილუზია, ან პანიკაც კი გაუჩნდება ევროპის ქვეყნებში არ იმოგზაურონ... ან სტუმრად არ წავიდნენ...
რაც შეეხება ცეცხლოვანი მაიმუნის წელი ეს უბრალო წელი არ არის... ამ წლის მამოძრავებელი ძალა ყოველთვის რადიკალური იქნება და შენ საიდანაც სიმშვიდეს გაფიქრებინებს სწორედ იქედან დაგარტყამს...
ამას დამატებული ნანკიანი წელი...
ამ წელს ახასიათებს მოულოდნელობები, მოულოდნელი ცვლილებები... კარგიც და ცუდიც... სპონტანურობა... ცვალებადობა, ქაოსი, არეულობა, ზოგადად  ბედნიერება... ასევე ბედნიერება  სხვების ხარჯზეც კი... ან ბედნიერების  წართმევა ან მითვისება...
ეს წელი ახალ ცვლილებებს და ძვრებს დაიწყებს ევროპაში და ევროპის მოსაზღვრე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში... ბევრი დაპირისპირება ამ წელს რელიგიური კუთხით ან ტრადიციული კუთხით დაიწყება, რელიგიურობა და ნაციონალიზმი ეს  ადგილებია სადაც დიდი იქნება დაპირისპირება...
ამ წელს საერთოდ დიდი დაფიქრება მართებს სახელმწიფოს მეთაურებს და საერთოდ საზოგადოებას... თან ამას ისიც ემატება რომ ცეცხლოვანი სტიქია წითელ მაიმუნის წელს ზურგს უმაგრებს... ეს რას ნიშნავს...?
ეს იმას ნიშნავს რომ სადმე თუ პატარა ნაპერწკალი გაჩნდა თუ საზოგადოებამ, ან მეთაურობამ არ გამოიჩინა სიბრძნე, წინდახედულება და გონიერება,  ის ნაპერწკალი ცუდ შედეგს დატოვებს... ან ნაპერწკალმა ფატალური შედეგი დადოს...
2016 წლის ყველაზე დიდი იარაღი ცეცხლია...
გავიხსენოთ 60 წლის უკან რა მოუტანა საქართველოს ცეცხლოვანმა მაიმუნის წელმა...???
მთელმა მსოფლიომ იცის 1956 წლის ოქტომბერ–ნოემბერში უნგრეთის ეროვნულ–განმათავისუფლებელი ამბოხის ამბავი, მაგრამ ჩვენი ქვეყნის გარეთ ცოტას თუ  სმენია, იმავე წლის მარტში საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ. და თუ სმენია, „თბილისური ვანდეის“ ნეგატიურ ტონში გადაუწყვეტია ეს საკითხი.
რატომ? იმიტომ, რომ ქართველთა მასობრივი ხოცვა–ჟლეტა მოჰყვა სტალინის კულტის ხრუშჩოვისეულ მხილებას და თვით თბილისელი დემონსტრანტების მიერ საპროტესტო აქციების სტალინის სახელით დაწყებას. შესაბამისად,  ამ გამოსვლებს დღემდე ქართველების სოციალიზმის პრინციპებისადმი ერთგულებას უკავშირებენ და ამდენად,  რეაქციულად არის შეფასებული.







არავინ იწუხებს თავს იმის გასააზრებლად,   აგორდებოდა თუ არა სპონტანური ტალღა საქართველოში, სტალინი ქართველი კი არა, ნებისმიერი სხვა ერის წარმომადგენელი – ვთქვათ ლიტველი, შვედი  ან უზბეკი რომ ყოფილიყო.
ესე იგი აქ საქმე ქართველების მარქსისტულ–ლენინურ  შეზღუდულობასთან კი არა გვაქვს, არამედ ეროვნული ღირსების შელახვის  წინააღმდეგ ქართველთა თავდაცვით გამოსვლებთან.
ამიტომაც გადაიზარდა ეს აქცია ეროვნული თავისუფლების ლოზუნგებსა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოყოფის მოწოდებებში – 9 მარტს დილით  ყველა მიტინგზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ და დეპეშა გაეგზავნათ გაერთიანებული  ერების ორგანიზაციასა  და ამერიკაში. სწორედ ამას მოჰყვა სროლა და მანიფესტანტთა რამდენიმე ასეული  ისე ჩაცხრილეს, ამბის მომტანიც კი აღარ დატოვეს!
ამრიგად, მიუხედავად თავდაპირველი ლოზუნგებისა, მიუხედავად საპროტესტო მოძრაობის წარმოშობის მიზეზებისა – 9 მარტის აქცია იყო ქართველი ხალხის  ეროვნული გამოღვიძების ნიშანი,  

მოვლენები მთლიანად 1956 წლისა

მაშასადამე, მთლად სახარბიელო წელი არ არის ევროპისთვის ...
საქართველოში კი თუ იქნება დიდი წინდახედულება, მოთმინება, დაფიქრება, სწორი კუთხით ანალიზის გაკეთება ყველაფერი კარგად იქნება... ვსაუბრობ სათავეში მყოფ ადამიანებზე...
ორიოდე სიტყვა თავად საქართველოზე და მსოფლიოზე 2016 წელს....
იანვარი ეგრევე დიდ ცვლილებებს მოიტანს სამსახურებრივი კუთხით და ახალ სახეებს გამოაჩენს...
19-20 იანვრის შემდეგ ნელ-ნელა გააქტიურდება შავი ძალები და ეცდებიან ადამიანებს შეუტიონ გონების კუთხით და აზროვნების კუთხით... მოიმატებს მოუსვენრობა, სიფიცხე და დაძაბულობა აზროვნებაში... მოიმატებს უტაქტობაც... შავი ძალა ეცდება შეტევას რელიგიურობის კუთხეში, ფილოსოფიის კუთხეში, განათლების კუთხეში, ადამიანში შეუტევს პრინციპულობასა და ღირსებების ჩამოყალიბება-არჩამოყალიბებას... ასევე მოიმატებს ფასეულობების კუთხე, მოიმატებს ღირსებების დაცვა და ფილოსოფია... მოიმატებს აგრესია რელიგიურობისკენ და შეხლა-შემოხლა თუნდაც სოციალურ ქსელში რელიგიურობაზე და ღირსების დაცვაზე....როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში... 20 იანვრიდან 15 თებერვლამდე განათლების სფეროდასმი ინტერესიც გაიზრდება. ინტერესი ახალი ცნობიერების გაზრდაში, სიახლის შეტანა საკუთარ ფილოსოფიაში... სიახლის დანერგვა განათლებაში... ახალი ტექნოლოგიების გამომზიურება...
იანვრის მეორე ნახევრიდან თებერვლის პირველ ნახევრამდე სასულიერო რელიგიების წარმომადგენლებისთვის სიფრთხილის პერიოდიც არის, შეიძლება არასწორმა მათმა ნათქვამმა ან დაპირისპირებამ გამოიწვიოს დაძაბულობა... ასევე ეს პერიოდი მოიტანს ცვლილებებს რელიგიაში, ან ვინმეს დაჯილდოვებას ან წახალისებებს, ან რაიმე სამონასტრო ან რელიგიური ადგილების კურთხევას მოიტანს...... ყველა რელიგიას ეხება....
ასევე სასულიერო პირების დასჯა და შავბნელი ამბებით მოცული მასალების გამომზიურება მოხდება და ბევრი დაფარული განათდება...
ნებისმიერ რელიგიას მართებს სიმშვიდის დაცვა და ნებისმიერ რელიგიურ ადამიანს გმართებთ სიმშვიდის დაცვა....19-20 იანვრიდან - 15-20 თებერვლამდე... აქ ყველანაირად იქნება შემოტევა... ასევე რელიგიურობის მხრივ ამ დროს სამყარო მოითხოვს ცვლილებებს, რაღაცისგან განთავისუფლებას... დაკვირვებულობას...
15-20 თებერვლიდან გაიზრდება სიკვდილიანობის შანსი, ასევე ბევრი ახალშობილი დაიბადება ერთი თვის მანძილზე... ასევე ამ თვეში შანსი დიდია ისეთ ადამიანებს ვისაც შვილის პრობლემა აქვს და ვერ აჩენს ამ პერიოდში ჩაისახოს... მანამდე კი მართებს ერთთვიანი თავშეკავება... ანუ იანვრიდან  გაიწმინდეთ სულიერად და მოემზადეთ ჩასახვისთვის... ამ პერიოდში ჩასახული ან დაბადებული ბავშვები მომავალში დიდ საქმეს შეეჭიდებიან, საქვეყნო პირები იქნებიან...
 20 თებერვლიდან,სამყარო კაცობრიობას მოუწოდებს თუ ვინმე რაიმე  მრივ ცუდ ზნეს არის აყოლილი, ან ცუდი მიდრეკილებით მიდის, ან არასწორად არის განვითარებული, სამყარო ყველას დაეხმარება თუ ვინმეს უნდა დასძლიოს პირად პრობლემებს და ვნებებს... ეს დასაძლევია და ადამიანები რაც მეტი მოეგება გონს და მოხდება მათში ხელახლა დაბადება, მიეცემათ შანსი განთავისუფლდნენ იმ შავი ძალებისგან რაც მათ ებრძვის... 15-20 თებერვლიდან ადამიანმა უნდა ეცადოს დაუფიქრდეს თავის შეცდომებს და მალევე შეცვალოს თორემ ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნებათ ან კრიზისები რომ შეიცვალონ... ამ დროს მოერიდეთ სწრაფად მოძრაობას ავტომანქანით დიდია შანში ავარიების, ავიაკატასტროფების, სავადმყოფოში მოხვედრის და უბედური შემთხვევების...
ასევე 15-20 თებერვლიდან 20 მარტამდე შავი ძალები იბრძოლებს რომ არ მიაღწიოთ წარმატებას, ან თქვენი წარმატება და ბედნიერება თავადვე დაამსხვრიოთ ემოციებით, პიროვნების არასწორი დამოკიდებულებით თუ ქცევებით და გამოხტომებით... ამ დროს ნებისმიერ საქმეში გმართებთ სიყვარულისა და აზროვნების გონების შერწყმა და შეთანხმება რომ საკუთარმა ნაბიჯებმა არ დაანგრიოს ნაშენები ბედნიერება, ან მიზნები და მისწრაფებები...
დიდია შანსი დანგრევის, მსხვრევის, განადგურების, დიდია შანსი შეტაკების დაპირისპირების... დიდია განსაცთელებიც... ფასეულობების დაკარგის შანსიც დიდია... ბანკებისგან შემოტევა და ბანკის მხრიდან ახალი მახინაციების წამოწყება, ანუ საზოგადოების დაინტერესება სხვა მხრივ რომ ჩაითრიონ და დააკარგვინონ ფასეულობები, ან მისი მონა გაგხადოს...
თებერვლის ბოლოდან აპრილის ნახევარი მძიმე დროა...
13-15 მარტიდან შავი ძალა ეცდება შემოტევას პარტნიორული კუთხით... ამ დროს დიდია შანსი დაკარგოთ ის ინვესტიცია, ვინმესთან გარიგებას რაშიც დებთ... სწორად გათვალეთ და გამოიჩინეთ ის პრინციპი, ასჯერ გაზომე ერთხელ გაჭერი... დიდია დანაკარგები ინვესტიციების... ან გაანადგურებენ ინვესტიციებს თუ კაპიტალს, ტერაქტებით ....
ამ დროს სამსახურში მოხდება დაპირისპირებები, სამსახურებრივი შეტაკებაც... ასევე ყურადღებით იყოს ოჯახები, რომ შეიძლება სიყვარულთან არასწორმა დამოკიდებულებამ დაანგრიოს ოჯახები და სიყვარული დაგემსხვრეთ... მოერიდეთ 13-15 მარტიდან 15 აპრილამდე ოჯახურ დაპირისპირებას, მეუღლეებთან  დაპირისპირებაც თორემ ჩხუბი ფატალური შედეგით დაგიმთავრდებათ...
შავი ძალა ეცდება გაზაფხულზე მიტინგობიას და სხვადასხვა ხრიკის გამოვლენას... შავ ძალას აქვს სურვილი არეულობა მოახდინოს საქართველოში, მაგრამ ეს ნაკლებად გამოუვა... ამდენის უფლებას არ მისცემს ბუნება...
13-15 მარტიდან შავი ძალები ეცდებიან შენი მტრები აამოქმედონ... ანუ ინტრიგების ხლართვის თვეა, ჭორების ხლართვის თვეა, ჯადოების კეთების თვეა... მე კი ვეტყოდი მათ ვინც სწორედ ამ თვეს 13-15 მარტიდან 15 აპრილამდე გაუკეთებს ვინმეს ჯადოს, ან ცუდს  გაუგზავნის, უსამართლოდ, პირადი მიზნებისთვის, ანგარების გამო, ორმაგად დაისჯება ამ წლის 2016-ის დეკემბერში და შეიძლება ახალწელს 2017 წელს შეხვდეს ან ლოგინში, ან ავადმყოფი, ან ციხეში მყოფი, ან ინვალიდის ეტლში მყოფი... ან სავდმყოფოში მყოფი...
ნათელი ძალები არავის აპატიებენ... განსაცდელები უნდა მოვიდეს მაგრამ ვაი მას ვისგანაც მოდის საცდურიო, ამბობს იესო ნაზარეველი, უმჯობეს არს წისქვილის ქვა ეკიდოს კისერზე და ზღვაში გადაინთქესო... თავად თქვენ ნუ იქნებით ინტრიგების წამომწყევი ან სათავე თორემ საკუთარი ხელით გაითხრით საფლავს...
ეს თვე 13-15 მარტიდან გაიზრდება დაოჯახება და ძალიან ბევრს გაუჩნდება სურვილი დაოჯახების, ხელის მთხოვნელი გამოჩნდება და ეს ძალიან კარგად უნდა მიიღოთ...
13-15 აპრილიდან მაისის პირველი ნახევარი ჯამრთელობის მხრივ მძიმეა, შავი ძალა იმასაც აგატკიებს რაც არ გტკივა... საჭიროა სიმშვიდის დაცვა და წინდახედულება... ამ დროს მსოფლიო ახალ ვირუსს, ეპიდემიას გაუშვებს ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, რუსეთში...
თუ 13-15 თებერვლიდან 15 მარტამდე სიკვდილიანობის მიზეზი ი          ქნებოდა, უბედური შემთხვევა, ავარიები, ავიაკატასტროფები, თუ ტერაქტები და ხიფათები... 13-15 აპრილიდან სიკვდილი მოვა ავადმყოფობით, ეპიდემიებით, ვირუსებით...
 თუ შენი მხრიდან არასწორი დამოკიდებულება გქონდა საკუთარ ჯანმრთელობასთან სიკვდილის საფრთხე დიდია... მიაქციეთ ჯანმრთელობას და საკუთარი ხელით ნუ დაიზიანებთ ჯანმრთელობას, ნურც უდიერად მოექცევით საკუთარ ჯანმრთელობას...
მაისის მეორე ნახევრიდან, ან გარდატეხიდანვე 13-15 მაისიდან 20 ივნისამდე მოიმატებს შემოქმედებითი თვითგამოხატვა, გატაცებები, რომანტიული თავგადასავლები და იცოდეთ თუ სწორად არ გათვალეთ ან არ გამოიჩინეთ წინდახედულება, სწორედ მიზეზი საზოგადოების დაპირისპირებისა, ხელჩართული ჩხუბისა და შეტაკებისა იყოს თვითგამოხატვა, შემოქმედებითობა, რომანტიულობა...
თავად დაპირისპირება მოხდეს თავისუფალი აზროვნებისა და პირადი შეხედულებების დაცვით... ეცადეთ დაპირისპირება მალევე გაანეიტრალოთ თორემ სისხლიან დაპირისპირებად გადაიზრდება.... ეს ეხება მსოფლიოსაც და საქართველოსაც...
15-20 ივნისიდან 25-28 ივლისამდე შავ ძალას ეძლევა ნებართვა ხელი აფათუროს ოჯახურ ტრადიციებში, გენეოლოგიაში, ღირსებებში, ანუ შავმა ძალამ უბიძგოს ადამიანებს რომ მათ ჩაიდინონ უმსგავსოება, ან დაპირისპირება სოციალური ქსელით მოხდეს სწორედ ტრადიციებისა და ღირსების მორალზე დაცვა არდაცვაში... ჩხუბის მიზეზი იქნება ადამიანის ინტერესი სამშობლოსთან დაკავშირებით, ჩხუბის მიზეზი იქნება ოჯახური ტრადიციების  დაცვა, ზნეობა, ეთიკა, მეობა, ღირსება, ტრადიციულობა, ნაციონალიზმი... ყველა ქვეყანაზეა საუბარი...
30 ივლისიდან მთელი აგვისტო, შავ ძალას აქვს უფლება ხელი აფათუროს  ადამიანის აზრებში, ინფორმაციის გაცვლა არ გაცვლაში... შუამავლობამ, მოლაპარაკებებმა, შეთანხმებებმა, ახალმა ამბებმა შეიძლება გამოიწვიოს დაპირისპირება ან ხმაური სოციალურ ქსელში... დაპირისპირებები სექსუალობის გამოვლენის კუთხით...
აქ დიდია ცდუნება იმისა რომ თუ დადებ ხელშეკრულებას არ შესრულდება, თუ ვინმე ახალ ლოზუნგებს ან ტრანსფარატებს გამოამზეურებს ნებისმიერი შეთანხმება არ შესრულდება... არც მოლაპარაკება მოიტანს შედეგს..ზაფხული ცხელი და სისხლიანი უდევს შავ ძალას და აგვისტოს თვის მოლაპარაკება შედეგს დიდს ვერ გამოიღებს...
ამისთვის საჭიროა ის რომ სადაც დაინახავთ ნაპერწკალს მაქსიმალურად ეცადოს მაღალმა ეშალონებმა და ლიდერებმა დროზევე განიმუხტოს სიტუაცია თორემ უმართავი გახდება სიტუაცია ...
აგვისტოს ბოლო მიჯნა და სექტემბრის დასაწყისი იქნება სახელმწიფოებისთვის ფინანსების დაცლის ან შევსების ეტაპად... ვისთვის დაცლის ვისთვის შევსების...  თუ ამ პერიოდში არ მოხდება ფინანსების სწორი კუთხით ფლობა და განსაზღვრა, ვთქვათ ფინანსების მიდინება ის სახელმწიფოსაც დააზიანებს...
საქართველომ სექტემბერში სწორად გააკონტროლოს ფინანსები, სწორებ მთელი აყალ-მაყალი, შეხლა-შემოხლა, ფინანსების ფლობისა და ხარჯვის კუთხიდან მოვა...
ყველა ადამიანმა გააკონტროლოს სწორი მიდგომა ფინანსებთან, ცეცხლოვან მაიმუნს  ძალიან უყვარს ფინანსები და სწორედ შავი ძალაც დაეხმატება, სამყაროც აძლევს ნებას რომ ფინანსებში იყოს უტოპია... სწორედ სიკვდილიანობაც ფინანსებმა შეიძლება გამოიწვიოს, ანუ ვიღაცამ ვალი არ დააბრუნოს, და მოკლან, მკვლელობა ფინანსების გამო მოხდეს... ჩხუბი ფინანსების გამო მოხდეს... სოციალურ ქსელში ფინანსებზე იყოს საუბარი...
უთავბოლოდ გადაყრილმა ფულმა ან არასწორმა დანახარჯებმა არ დააზიანოს ბიუჯეტიც და თქვენი ოჯახური საფულეც...
სექტემბრის ბოლო მიჯნაზე და ოქტომბრის დასაწყისში ბუნება აძლევს ძალას შავმა ძალამ ხელი აფათუროს გარე გამოვლინებაზე... ანუ დიდია შანში ადამიანები ფიზიკურად, ღიად დაუპირისპირდნენ, მოიმატოს ინტრიგებმა, ზეწოლამ ფიზიკურობით, პირადი გამოვლენით... საკუთარი ამბიციურობით...
ფრთხილად იყოს ყველა პირადი ამბიციურობით, მართეთ სიჯიუტე სწორად... სამყარო თუნდაც საქართველოს აძლევს შანს რამდენად ნათლად და კარგად ჩაატარებს არჩევნებს... შავი ძალა ეცდება არჩევნების არევას და საერთოდ შავ ძალას უნდა არა არჩევნები, არამედ საქართველოში მოხდეს რევოლუცია... ამას კი სამყარო აღარ დაუშვებს...
ჩვენ ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ პირადი აქტივები, ღირსეულად მოვიპოვოთ და არა მივითვისოთ...
ნოემბრის დასაწყისიდან უფრო 10-15 ნოემბრიდან შავი ძალა დადგება შეზღუდვებში... განთავისუფლებაში, განდგომაში... ამიტომ ამ დროს ბევრი ადამიანი დატოვებს სამსახურებს... გამოჩნდება ახალი სახეები... საჭიროა სიბრძნე რომ ღირსეული თანამშრომლები არ დაითხოვოთ სამსახურებიდან თორემ ამას ბუნება არ გაპატიებთ... ნოემბერი ცვლილებებს მოელის და გათავისუფლებებს სამსახურებიდან.,..
ნოემბერი მძიმე თვე იქნება...
5-10 დეკემბერიდან კი ახალი სახეები გამოჩნდება, ბევრი ადამიანი ერთმანეთის მეგობრებს დაასაქმებს და ეცადოს მთავრობამ ახალი კადრები მთლად სამეგობროდან არ შეავსოს თორემ ამას არ აპატიებს ბუნება... სამსახურების გადანაწილებაში დიდი ყურადღებაა საჭირო, რადგან აქ შავი ენერგია იდგება და ისეთი ადამიანების შეტენვას ეცდება სამსახურებში რომელიც ფატალურ შედეგს მოუტანს ქვეყანას....
რაც შეეხება 15 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან ადამიანებს მართებთ დიდი ყურადღების გამოჩენა აზრობრივად, გონიერების გამოჩენა... 15-22 დეკემბერი მაცდუნებელი ძალა ეცდება შეცდომები შემოიტანოს... ამ დროს მართებს ადამიანს გონიერების გამოჩენა, ან სავალალო ხელშეკრულებას არ მოაწერონ ხელი, ან რაიმე შეთანხმებას, ან თავად მთავრობამ რაიმე არასწორი ნაბიჯი არ გადადგას...
2017 წლის დასაწყისი მსოფლიოსთვის არც ისე სახარბიელო იქნება... როგორც 2016-ის დასაწყისი... დეკემბრის მეორე ნახევრიდან ახალი ტალღა მოდის შავი ნაკადებისა, რომელსაც უნდა ლიდერობა და ყოყოჩობა....
ამაზე კი სხვა დროს დაიწერება...
ამ წელს გმართებთ დიდი წინდახედულება და მიზანს ორმაგად მიაღწევთ... თუ სწორად გაანალიზებთ, ფინანსური კუთხე გაგეზრდებათ... თუ სიყვარულთან, ურთიერთობებთან, სწორად იმუშავებთ, იქნებით გულწრფელები, მიზანს მიარწევთ...

ამ წელს არ მიიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები... 

2 комментария:

  1. ძალიან საშიში რამეები წერია, გამოდის სულ დაძაბული უნდა იყო.

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. თუ ყურადღებით იქნება ადამიანები მშვიდად ჩაივლის... ეს ის ადგილებია სადაც ნაღმავს შავი ძალა და თუ იცის ადამიანმა სად არის დანაღმული ველი იმ ადგილზე არ უნდა გაიარო, ან სიფრთხილით გაიარო...

      Удалить