თვალის ფერადი გარსის დისტანციური სკანერი
CMU-ს (კარნეგი მელონის უნივერსიტეტი) ინჟინრებმა შექმნეს თვალის ფერადიგარსის დისტანციური სკანირების სისტემა, რომელიც 12 მ მანძილამდე მუშაობს.
ცნობილია, რომ ყველა ადამიანისთვალის ფერადი გარსი განსხვავებულია, ისევე როგორც თითის ანაბეჭდი. ამიტომთვალის სკანირების ტექნოლოგიაზე დამყარებული ამოცნობის სისტემა საკმაოდ ზუსტია თუ იარსებებს თითების ანაბეჭდების ანალოგიურითვალის ფოტოების ბაზა.
შემქმნელების აზრით სკანირების ტექნოლოგია უფრო მოსახერხებელია, რადგან თითის ანაბეჭდისასაღებად საჭიროა აპარატთან ხელით შეხება. ახალ სისტემა უფრო სწრაფიცაა და შეუძლია მოხსნას აეროპორტებში საპასპორტოს კონტროლის რიგებთან დაკავშირებული პრობლემები. მაგრამ ახალი ტექნოლოგია ისეთივე საშიში შეიძლება გახდეს რამდენადაც მოსახერხებელია, თუ მონაცემების ბაზასაშიშ ხელში ჩავარდა. ამიტომ აუცილებელი გახდება ახალი კანონების შემოღება თვალის სკანერებისგამოყენების გაკონტროლებისათვის.
რა თქმა უნდა ყველაფერი ეს თანხებთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ მთავარია თუ რამდენად ეფექტურად იქნება გამოიყენებული ეს ტექნოლოგია. ასე, რომ ახლო მომავალში არ უნდა გაგიკვირდეთ თუ თქვენი მანქანა, ან ოფისის კარი დისტანციურად დაგაფიქსირებთ.
წყარო:
http://www.sciencealert.com/researchers-develop-an-iris-scanner-that-can-work-at-12-metres-away
Комментариев нет:
Отправить комментарий