четверг, 31 декабря 2015 г.

სულიერი ფილოსოფია














       თუ რელიგიებში ან სხვა მისტიკურ სწავლებებში ნებისმიერ ადამიანს განიხილავენ როგორც სულის მქონე არსებას, თვლიან რომ ადამიანი არის სული და ეს უბრალო მოცემულობაა,

მაგრამ მთლად მასე არ არის საქმე... ადამიანთა უმრავლესობას საერთოდ არ გააჩნია სული.მითუმეტეს პიროვნული სული....
                  სულის მოპოვება ! ანუ ისეთი ნატიფი სუბსტანციის ფორმირება სხეულში როგორიც სულია, მხოლოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე საკუთარ თავზე ცნობიერად მუშაობის შემდეგ შეიძლება იქნას მიღწეული.

       ასეთი მიდგომა გამომდინარეობს იქიდან რომ  ადამიანი განიხილება როგორც გარკვეული მექანიზმი , მანქანა, რომელსაც არ გააჩნია ერთი ურყევი - მე - ანუ ნებელობა , ის მთლიანად გარე თუ შინაგანი ზეგავლენების მსხვერპლია და სიცოცხლეს ამ გამაღიზიანებლებზე მექნიკურ რეაგირებაში ატარებს.


თუნდაც ერთი შეხედვით ძლიერი ნების პიროვნებასაც, რომელმაც ბევრს მიაღწია ცხოვრებაში ამ უნარით, ის განიხილავს მხოლოდ ცალმხრივად განვითარებულ არსებად და არა მთლიან ურყევ ნების მქონე ინდივიდად, რადგან მისი აზრით ასეთი ადმიანიც თუ ის ცნობიერად არ მუშაობს საკუთარ თავზე და გარკვეული არ არის იმ სისტემის კანონებში რომლის ტყვეობაშიც ის დაბადებიდანვე მოხვდა (იგულისხმება პლანეტარული მდებარეობა, ცნობიერი თუ არაცნობიერი ზეგავლენები და აშ, რაზეც კიდევ გვექნება საუბარი ) მისი ნებისყოფა რომელიც მიმართულია ცხოვრების გარკვეულ სეგმენტისადმი აუცულებლად დაბალანსდება სხვა სფეროებში მისი ქცევის სრული მექანიკურობით და უნებსყოფობით.

 ადამიანი ძალაინ მარტივად ხმარობს სიტყვა -მეს- და ვერ აცნობიერებს რომ ის შედგება არა ერთი არამედ უამრავი ერთმანეთისგან დამოუკიდბელი ემოციის და მიზნის მქონე - მე-ებისგან, რომლებიც განუწყვეტლივ იბრძვიან ერთმანეთთან ლიდერობის მოსაპოვებლად, როდესაც გარკვეულ მომენტში ადამიანი იძახის მე -ს, ეს -მე- მხლოდ იმ მომენტში გამარჯვებული დროებითი მართველია, რაც გარე თუ შიდა ფაქტორების შეცვლასთან ერთად მალევე შეიძლება ჩანაცვლდეს სურულიად სხვა მეთი, ხოლო იგივე ადამიანი არც კი მაიქცევს ამ მისი სხვა და სხვა მეების ურთიერთ გამომრიცხავ ცვლილებებს ყურადღებას.

: ,, ერთ დღესაც თქვენ გადაწყვეტთ ებრძოლოთ თქვენ თავში გვიან გაღვიძების ნეგატიურ თვისებას და მიიღებთ გადაწყევეტილებას ხვალიდან დაიწყოთ ყოველ დღე დილით ადრე ადგომა, ეს თქვენში იმ მომენტში გამარჯვებული -მეს - მიღებული გადაწყვეტილებაა ხოლო როდესაც გათენდება დილა და თქვენ უნდა შეასრულოთ ეს გადაწყვეტილება აღმოეჩენთ რომ იმ -მესგან- რომელმაც მიიღო გადაწყევტილება დილას ადრე ამდგარიყო აღარაფერია დარჩენილი, ეხლა სრულიად სხვა მე გარწმუნებთ რომ გარეთ ცივა ,ცუდი ამინდია თქვენ კი ასე თბილად ხართ, ჯობია ისევ განაგრძოთ ძილი’’

სწორედ ამ ტექნიკურობის და ცნობიერების ძილისგან განთავისუფლებას შეადგენს პრაქტიკული მხარე, ხოლო პირველი ნაბიჯი ამ ყველაფერთან არა ბრძოლის დაწყება არამედ მისი გაცნობიერებაა.


Комментариев нет:

Отправить комментарий