четверг, 31 декабря 2015 г.
თვითმახსოვრობა
ადამიანი მხოლოდ მექანიზმია დამორჩილებული სხვა და სხვა ცნობიერ თუ არაცნობიერ ზეგავლენას.
ამ სისტემის მიხედვით მომუშავე ადამიანი, მას შემდეგ რაც გააცნობიერებს მის ამჟამინდელ ნახევარძილის მდგომარეობას, იწყებს ხანგრძლივ და უმნიშვნელოვანეს პროცესს, რასაც შეგვიძლია ადამიანში შინაგანი დამკვირვებლის ფორმირება ვუწოდოთ, ანუ ,,ერთი ყურადღების’’ გარდა, რომელიც მიჩვეული იყო გარე სამყაროსთან მის ხასიათში გამჯდარი შაბლონებით რეაგირებას, ჩნდება ,, მეორე ყურადღებაც ‘’ რომლითაც ადამიანი გარკვეული დროის მანძილზე ახდენს მხოლოდ დაკვირვებას საკუთარ თავზე, ეს გამოიახატება დაკვირვებით იმაზე თუ რა სიტუაციაში რა მექანიკური გრძნობა იბადება მის შინაგან სამყაროში და როგორ რეაგირებს ის გარე სამყაროში მომხდარ მოვლენებზე
საწყის ეტაპზე ადამიანი არ ცდილობს ძალისხმევით რაიმე შეცვლოს, არც საკუთარ ემოციებში და არც რეაქციებში, ის უბრალოდ ახდენს ერთგვარ აღწერას იმ პროგრამების, რითაც მისი პიროვნება გამოიხატება ამა თუ იმ სიტუაციაში. საკმარისი მასალის დაგროვების შემდეგ , მაგალითად როდესაც ჩვენ ერთი თვის განმავლობაში შევეცდებით მაქსიმალური ინფორმაცია დავაგროვოთ თუ როგორ მუშაობს ჩვენი მექანიკურობა , მხოლოდ შემდეგ იწყება ამ მექანკურ გამოვლინებეთან უკომპრომისო ბრძოლა, ეს კი ხდება იმ პრაქტიკის საშუალებით რომელსაც -თვითმახსოვრობას- ვეძახით.
-თვითმახსოვრობა - შეგვიძლია ავხსნათ ასე: ახლა როდესაც მე ამ სიტყვებს ვწერ ეს შესაძლებელია წარიმართოს ორნაირად, ან უბრალოდ ვწერო ან ამასთანავე ე.წ. ,,მეორე ყურადღებით’’ აღვიქვა ეს პროცესი, ანუ მახსოვდეს ჩემი თავი რომ ეხლა მე ვწერ ამ ტექსტს. ასევე როდესაც ელაპარაკებით მეორე ადამიანს, საკუთარი თავის მახსოვრობა გამოიხატება იმაში რომ თქვენ კი არ ხართ თავდავიწყებით ჩართული ამ დიალოგში, არამედ თუ შეიძლება ასე ითქვას ,,უკანა ფონზე’’ აღიქვავთ ამ მიმდინარე აქტივობას.
იგივე - თვითმახსოვრობის - მდგომარეობას ინარჩუნებთ როდესაც დადიხართ ქუჩაში, ანუ არ აძლევთ თქვენ შინაგან ასოციაციებს და ფიქრებს დაგაკარგვინონ შეგრძნება თქვენი არსებობის ამ სავარჯიშოს გამოყენებით, ადამიანურ ენაზე რომ ვთქვა ადამიანში ნელ ნელა კრისტალიზდება ისეთი სუბსტანცია რომელიც ხელს უწყობს მის შინაგან ქაოსში ისეთი ცნობიერების ფორმირებას რომელიც არ არის დამოკიდებული გარე თუ შინაგანი სამყაროს ცვალებადობებზე , სწორედ ასე იწყებს უამრვი ზეგავლენისგან (კოსმიური ანუ პლანეტარული, აღზრდის, ჩვებევბის ,თავს მოხვეული იდეოლოგიებისგან და გარემოსგან ) ჩამოყალიბებული ეწ ,,პიროვნება’’ რომელსაც ადამიანს ვეძახით, შინაგან ალქიმურ პროცესს, რომელსაც მივყავართ - ნების- ანუ ერთი უცვლელი -მეს - ფორმირებამდე .
ეს პროცესი გავს საკუთარი თავის კოსნტრუირებას ოღონდ ამჯერად უკვე არა ბუნების მექანიკური ევოლუციით არამედ საკუთარი ცნობიერი ძალისხმევით. ახლა მინდა ვილაპარაკო უფრო კონკრეტულად თუ როგორ ხდება ამგვარად მუშაობა ყოველდღიურ ცხოვრებაში. შინაგანი დამკვირვებლის ზრდა ანუ - საკუთარი თავის მახსოვრობა ყველაზე კარგად ჩანს კრიტიკულ ანუ ჩვენთვის უსიამოვნო სიტუაციებში, როდესაც ჩვენ იმპულსურად, ,,მაშინალურად’’ ვრეაგირებთ მათზე.
სანამ ადამიანები სიკვდილის შემდეგ სულის, ანუ ცნობიერების შენარჩუნებაზე დაიწყებენ ლაპარაკს, ჯერ ამ ცხოვრებაში მატრავმირებელი სიტუაციების დროს შინაგანი დამკვირვებლის, ანუ ცნობიერების გაზრდაზე უნდა იზრუნონ. სწორედ ამისთვის საჭიროა, რომ ნებისმიერი უსიამოვნო სიტუაცია ადამიანებმა შინაგან სამუშაოდ გადაექციოთ. ადამიან-მანქანას ყოველთვის უნდა, რომ აირიდოს ის, რაც აღელვებს ან მის ჩვეულ კომფორტს არღვევს. თუმცა, რადგან ეს ყალბი სტაბილურობა მუდმივ ცვალებად სამყაროსთან წინააღმდეგობაში მოდის, სიძნელეებთან ცნობიერ მუშაობას გადამწყვეტ მნიშვნელობას უნდა ანიჭებდეთ .
ახლა განვიხილოთ ,,მანქანიდან საკუთარი თავის გამოცალკევების’’ მაგალითი, ვთქვათ თქვენ აღმოჩნდით ისეთ სიტუაციაში, როდესაც რაღაც ძალიან გაბრაზებთ ,სიტუაცია ეწინააღმდეგება თქვენს მოლოდინებს და ამას გამოყავხართ წყობიდან . ეს შეიძლება გამოიხატროს როგორც სიტუაციით ასევე თქვენს ირგვლივ არსებული კონკრეტული ადამიანებით რომელებიც გაღიზიანებენ, მათთან ურთიერთობისას თქვენი შინაგან სამყარო კარგავს ბალანსს , ამ დროს - საკუთარი თავის მახსოვრობა- არ ნიშნავს ამ გარე გამაღიზიანებელ სიტუაციაზე პასიურ მოქმედებას ან ემოციების დათრგუნვას , ასეთი აღქმაარასწორი აღქმაა.
-თვითმახსოვრობა- ასეთ სიტუაციებში ნიშნავს ცნობიერ არჩევანს იმ რეაქციისა, რომელსაც ამ მოვლენაზე მოახდენთ, ეს მეთოდი თქვენ გაძლევთ საშუალებას გაჩნდეს გარკვეული წყვეტა მომხდარ უსიამოვნო მოვლენასა და თქვენს რეაქციას შორის , სწორედ ამ წყვეტის დროს მიიღება არა დაპროგრამირებული არამედ - საკუთარი ნებელობის- გადაწყვეტილება
რაზეც ახლა ვსაუბრობთ მისი (მიუხედვად რომ შეიძლება საკმაოდ მარტივად ჟღერდეს) ცხოვრებაში დანერგვა თავიდან ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდება, მდგომარეობა როდესაც თქვენ ნებისმიერ სიტუაციაში შინაგანი დამკვირვებლის პოზიციიდან შეგეძლებათ ზოგჯერ თავის შეკავება, ხოლო ზოგჯერ ისეთი პასუხის გაცემა რომ ,, ის საკუთარმა ბებიამაც ვერ იცნოს’’ ,
ჩემი დაკვირვებიდან მინდა გითხრათ რომ, როდესაც თვითმახსოვრობას აპრაქტიკებ თავიდან გექნებათ შეფერხებები კრიტიკულ სიტუაციების წარმოქმნისას ანუ გექნებათ შერგძნება, რომ ან არაცნობიერი უნდა გახდეთ და უპასუხოდ მექანიკურად, შეგექმნებათ ილუზია თითქოს შინაგანი დამკვირვებელი გაფერხებთ სხარტად იმოქმედოთ , თუმცა მინდა გითხრათ რომ დროთა განმავლობაში -დამკვირვებლით- მიღებული გადაწყვეტილება სულ უფრო და უფრო სწრაფი გახდება .
, მაგალითად : თუ ეცდებით თვითმახსოვრობის პრაქტიკის დანერგვას თქვენს ცხოვრებაში აღმოაჩენთ, რომ ეს საკმაო ენერგიას მოითხოვს, ჩაატარეთ ექსპერიმენტი და ნახავთ, რომ თუ გადაწყვეტთ გაისეირნოთ ქუჩაში ისე რომ ეს -მახსოვრობის გრძნობა სახლში დაბრუნებამდე შეინარჩუნოთ, მცირე ხნის შემდეგ აღმოაჩენთ თქვენს თავს სრულიად დაკარგულს, როგორც გარეთ მომხდარ მოვლენებსა, ასევე თქვენი ფიქრების უკონტროლო ნაკადში, ამიტომ ურჩევდა ადამიანები თავიდანვე კი არ შეეჭიდოთ მთელი დღის მანძიზლე თვითმახსოვრობით ცხოვრებას, არამედ შეარჩიეთ კონკრეტული მოვლენა და ხანგრძლივობა , რა დროსაც წინასწარი განზრახვის შესაბამისად ამგვარი შინაგანი მუშაობის მდგომარეობაში გაატერებ შენს მიერ შერჩეულ სიტუაციას .
ასეთი წინასწარ არჩეული სიტუაცია შეიძლება იყოს როგორც ერთი საათი სეირნობა , სამარშუტო ტაქსში მგზავრობა , ან კონკრეტული ადამინის არჩევა და მასთან ყოფნის დროს მისდა შეუმჩნევლად ამ პრაქტიკის გატარება.
თქვენს მიერ შერჩეული დროის მონაკვეთების ცნობიერი გავლა მოგცემთ შესაძლებლობას გაავარჯიშოთ ზემოთ ხსენებული ,,მეორე ყურადღება ‘’ ისე რომ ენერგია გეყოთ მის განსახორციელებლად, ამგვარი მიდგომა მოგცემთ საშუალებას გაიგოთ ამ პრაქტიკის ,,გემო’’ ხოლო შემდგომ აღმოაჩენთ რომ თანდათან შეძლებთ უფრო გაზარდოთ თქვენი ცნობიერი მუშაობის ხანგრძლივობა , როგორც დროის თავლსაზრისით ასევე ემოციურად რთულ სიტუაიციების გავლით.
სულიერი ფილოსოფია
თუ რელიგიებში ან სხვა მისტიკურ სწავლებებში ნებისმიერ ადამიანს განიხილავენ როგორც სულის მქონე არსებას, თვლიან რომ ადამიანი არის სული და ეს უბრალო მოცემულობაა,
მაგრამ მთლად მასე არ არის საქმე... ადამიანთა უმრავლესობას საერთოდ არ გააჩნია სული.მითუმეტეს პიროვნული სული....
სულის მოპოვება ! ანუ ისეთი ნატიფი სუბსტანციის ფორმირება სხეულში როგორიც სულია, მხოლოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე საკუთარ თავზე ცნობიერად მუშაობის შემდეგ შეიძლება იქნას მიღწეული.
ასეთი მიდგომა გამომდინარეობს იქიდან რომ ადამიანი განიხილება როგორც გარკვეული მექანიზმი , მანქანა, რომელსაც არ გააჩნია ერთი ურყევი - მე - ანუ ნებელობა , ის მთლიანად გარე თუ შინაგანი ზეგავლენების მსხვერპლია და სიცოცხლეს ამ გამაღიზიანებლებზე მექნიკურ რეაგირებაში ატარებს.
თუნდაც ერთი შეხედვით ძლიერი ნების პიროვნებასაც, რომელმაც ბევრს მიაღწია ცხოვრებაში ამ უნარით, ის განიხილავს მხოლოდ ცალმხრივად განვითარებულ არსებად და არა მთლიან ურყევ ნების მქონე ინდივიდად, რადგან მისი აზრით ასეთი ადმიანიც თუ ის ცნობიერად არ მუშაობს საკუთარ თავზე და გარკვეული არ არის იმ სისტემის კანონებში რომლის ტყვეობაშიც ის დაბადებიდანვე მოხვდა (იგულისხმება პლანეტარული მდებარეობა, ცნობიერი თუ არაცნობიერი ზეგავლენები და აშ, რაზეც კიდევ გვექნება საუბარი ) მისი ნებისყოფა რომელიც მიმართულია ცხოვრების გარკვეულ სეგმენტისადმი აუცულებლად დაბალანსდება სხვა სფეროებში მისი ქცევის სრული მექანიკურობით და უნებსყოფობით.
ადამიანი ძალაინ მარტივად ხმარობს სიტყვა -მეს- და ვერ აცნობიერებს რომ ის შედგება არა ერთი არამედ უამრავი ერთმანეთისგან დამოუკიდბელი ემოციის და მიზნის მქონე - მე-ებისგან, რომლებიც განუწყვეტლივ იბრძვიან ერთმანეთთან ლიდერობის მოსაპოვებლად, როდესაც გარკვეულ მომენტში ადამიანი იძახის მე -ს, ეს -მე- მხლოდ იმ მომენტში გამარჯვებული დროებითი მართველია, რაც გარე თუ შიდა ფაქტორების შეცვლასთან ერთად მალევე შეიძლება ჩანაცვლდეს სურულიად სხვა მეთი, ხოლო იგივე ადამიანი არც კი მაიქცევს ამ მისი სხვა და სხვა მეების ურთიერთ გამომრიცხავ ცვლილებებს ყურადღებას.
: ,, ერთ დღესაც თქვენ გადაწყვეტთ ებრძოლოთ თქვენ თავში გვიან გაღვიძების ნეგატიურ თვისებას და მიიღებთ გადაწყევეტილებას ხვალიდან დაიწყოთ ყოველ დღე დილით ადრე ადგომა, ეს თქვენში იმ მომენტში გამარჯვებული -მეს - მიღებული გადაწყვეტილებაა ხოლო როდესაც გათენდება დილა და თქვენ უნდა შეასრულოთ ეს გადაწყვეტილება აღმოეჩენთ რომ იმ -მესგან- რომელმაც მიიღო გადაწყევტილება დილას ადრე ამდგარიყო აღარაფერია დარჩენილი, ეხლა სრულიად სხვა მე გარწმუნებთ რომ გარეთ ცივა ,ცუდი ამინდია თქვენ კი ასე თბილად ხართ, ჯობია ისევ განაგრძოთ ძილი’’
სწორედ ამ ტექნიკურობის და ცნობიერების ძილისგან განთავისუფლებას შეადგენს პრაქტიკული მხარე, ხოლო პირველი ნაბიჯი ამ ყველაფერთან არა ბრძოლის დაწყება არამედ მისი გაცნობიერებაა.
среда, 30 декабря 2015 г.
რა მოხდება 2100 წელს
TOP-NEWS
რა მოხდება 2100 წელს - იდუმალი მედიუმი, რომლის ყველა წინასწარმეტყველებაც კატასტროფით მთავრდება
19.02.2015
ამერიკელი წინასწარმეტყველი ედგარ კეისი, მეოცე საუკუნის ყველაზე ცნობილი მედიუმი იყო. კეისის შეეძლო, საკუთარი თავი მედიტაციურ მდგომარეობაში გადაეყვანა, რომლის დროსაც პასუხობდა კითხვებს დროზე, სივრცეზე, რეინკარნაციაზე, იმქვეყნიერებაზე, იმჟამინდელ და მომავალ მოვლენებზე, ამასთან პასუხები საოცრად ზუსტი და უშეცდომო იყო.
კეისი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას წინასწარ ამცნო I და II მსოფლიო ომების შესახებ, დიდი დეპრესიის დასასრულზე, ასევე ჯერ კიდევ ცოცხალი პრეზიდენტების – ფრანკლინ დელანო რუზველტისა და ჯონ ფიცჯერალდ კენედის – სიკვდილზე.
კეისის უამრავი წინასწარმეტყველება ახდა, ზოგი სრულიად, ზოგი ნაწილობრივ, ზოგიც მომავალში ახდება. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.
კეისის სხვა წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით არასოდეს უწინასწარმეტყველებია მესამე მსოფლიო ომის დაწყება.
კეისიმ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთს 2010 წლიდან საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა ექნებოდა, ამის განხორციელებაში მთავარ როლს ბელორუსია, ყირგიზეთი და უკრაინა შეასრულებენ. ხოლო შემდეგ სომხეთი და ყაზახეთიც მიემატებიან.
კეისის პროგნოზის თანახმად, კლიმატური და სეისმოლოგიური კატაკლიზმები მთელ პლანეტას მოიცავს, რის გამოც შეიცვლება იგი. კეისის ყველა წინასწარმეტყველება ტრაგიკულად მთავრდება, მხოლოდ ერთია, სადაც იმედია გამოთქმული.
ამერიკელი წინასწარმეტყველი აღნიშნავს, რომ რუსეთი გახდება სამყაროს გადამრჩენელი, განსაკუთრებით აღმავლობა დაიწყება აღმოსავლეთ ციმბირიდან.
მისივე განცხადებით ამ ქვეყანას ისევ 2100 წელს მოევლინება ნებრასკაში და საკუთარი წინასწარმეტყველების სისწორეს თავადვე გადაამოწმებს.
კეისი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც საზოგადოებას წინასწარ ამცნო I და II მსოფლიო ომების შესახებ, დიდი დეპრესიის დასასრულზე, ასევე ჯერ კიდევ ცოცხალი პრეზიდენტების – ფრანკლინ დელანო რუზველტისა და ჯონ ფიცჯერალდ კენედის – სიკვდილზე.
კეისის უამრავი წინასწარმეტყველება ახდა, ზოგი სრულიად, ზოგი ნაწილობრივ, ზოგიც მომავალში ახდება. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.
კეისის სხვა წინასწარმეტყველებისგან განსხვავებით არასოდეს უწინასწარმეტყველებია მესამე მსოფლიო ომის დაწყება.
კეისიმ ისიც იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთს 2010 წლიდან საბჭოთა კავშირის აღდგენის მცდელობა ექნებოდა, ამის განხორციელებაში მთავარ როლს ბელორუსია, ყირგიზეთი და უკრაინა შეასრულებენ. ხოლო შემდეგ სომხეთი და ყაზახეთიც მიემატებიან.
კეისის პროგნოზის თანახმად, კლიმატური და სეისმოლოგიური კატაკლიზმები მთელ პლანეტას მოიცავს, რის გამოც შეიცვლება იგი. კეისის ყველა წინასწარმეტყველება ტრაგიკულად მთავრდება, მხოლოდ ერთია, სადაც იმედია გამოთქმული.
ამერიკელი წინასწარმეტყველი აღნიშნავს, რომ რუსეთი გახდება სამყაროს გადამრჩენელი, განსაკუთრებით აღმავლობა დაიწყება აღმოსავლეთ ციმბირიდან.
მისივე განცხადებით ამ ქვეყანას ისევ 2100 წელს მოევლინება ნებრასკაში და საკუთარი წინასწარმეტყველების სისწორეს თავადვე გადაამოწმებს.
пятница, 25 декабря 2015 г.
medium
Medium
მედიუმი, საშუალება. ფიზიკური ან ტექნიკური საშუალებები, რომლებშიც კომუნიკაციური შეტყობინება გარდაიქმნება სიგნალად, რომლის გადაცემაც შესაძლებელია ამა თუ იმ არხის, გამტარის მეშვეობით. მაგალითად, ტელევიზია არის მედიუმი, რომელიც იყენებს ხედვისა და ბგერის არხებს. ჯონ ფისკემ ნაშრომში “Introduction to Communication Studies” (UK: Methuen, 1982) მედიუმები სამ კატეგორიად დაჰყო: (1) პრეზენტაციული მედიუმი: ხმა, სახე, სხეული, ზეპირი სიტყვა, ჟესტი; პრეზენტაციული მედიუმის შემთხვევაში მედიუმი თვითონ არის კომუნიკატორი; (2) რეპრეზენტაციული მედიუმი: წიგნი, გაზეთი, ჟურნალი, მხატვრობა, ფოტოგრაფია და ასე შემდეგ; მედიუმის ეს სახეობა იყენებს კულტურული და ესთეტიკური შეთანხმებების კოდებს განსაზღვრული ტიპის „ტექსტის“ შესაქმნელად; ამ კატეგორიაში მედიუმი კომუნიკატორისგან დამოუკიდებლად არსებობს მას შემდეგ, რაც იგი კომუნიკაციის პროდუქტად, ნივთად იქცევა (შეადარეთ: პრეზენტაციული მედიუმი წარმოადგენს კომუნიკაციის აქტს); (3) მექანიკური მედიუმი: ტელეფონი, რადიო, ტელევიზია, ფილმი და ასე შემდეგ. ინტერნეტი წარმოადგენს კონვერგენციულ მედიუმს, რომელიც სამივე კატეგორიის მედიუმის მახასიათებლებს აერთიანებს თავის თავში. მედიუმის მახასიათებლები, მისი ნიშან-თვისებები განსაზღვრავს იმ კოდების სპექტრს, რომლის გადაცემაც მას შეუძლია და ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შეტყობინების ბუნებასა და მის მიმღებზე.
Подписаться на:
Сообщения (Atom)